Feeds:
Posts
Comments

მე არაკომპეტენტური კინომოყვარული ვარ. ვერ ვერკვევი რას გულისხმობს ხოლმე თავის ფილმებში გოდარი, არ ვიცი რატომ არის მაგალითად ჩარლზ როშერი უკეთესი ოპერატორი ვიდრე, ვთქვათ, კაზუო მიიგავა, მე უბრალოდ ვუყურებ ხოლმე ფილმს და თუ ფილმის ყურებისას არც ერთხელ არ გამახსენდა რომ მის გმირებთან ერთად გადასაღებ მოედანზე გადამღები ჯგუფიც იმყოფება ესე იგი ფილმი მომწონს. და სწორედ ამიტომ მე ჰოლივუდური ბლოკბასტერების მოყვარული უფრო ვარ ვიდრე ევროპული თუ აზიური კინოშედევრების და სწორედ ამიტომ ძალიან დამაკლდა თვალს ამ ჰოლივუდური ბლოკბასტერების აუცილებელი და თითქმის განუყოფელი ნაწილი, ე.წ. მაგარი ბიჭები, ან როგორც იქ, ამერიკაში იტყვიან tough guys.

70-80 იანი წლების ფილმები სავსე იყო ასეთი მაგარი ბიჭებით, კლინტ ისტვუდის, ჩარლზ ბრონსონის თუ არნოლდ შვარცნეგერის გმირები ამტვრევდნენ და ანგრევდნენ ირგვლივ ყველაფერს, კლავდნენ ხალხს, ეწეოდნენ სვამდნენ და ამავდროულად რჩებოდნენ დადებით გმირებად. თუმცა მაგარი ბიჭები მარტო კინოში არ გვხდებოდნენ, მუსიკაში  ოზი ოზბორნი, ფრედი მერკური, აქსელ როუზი; მწერლობაში ბერჯესი, კენ კიზი, ბუკოვსკი; ისევ კინოს რომ დავუბრუნდეთ რეჟისორები: კოპოლა, ლუკასი… მოკლედ ჯობს დავასრულო ეს ჩამოთვლა, რომელშიც ზოგი არ დამეთანხმება, ზოგიც იტყვის ესა და ეს რად არ შეიყვანეო, ზოგიც მეტყვის ბერჯესო 60იანებში წერდაო და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ ჩამანათვალია და არანაირი პრეტენზია მეცნიერულობაზე არ აქვს.

თუმცა ეს მაგარი ბიჭები არ იყვნენ მხოლოდ ხელოვნებაში, ისინი 70-80იანი წლების პოლიტიკაშიც მრავლად გვხვდებოდნენ, ჰელმუტ კოლი გინდა თუ, მარგარეტ ტეტჩერი, რონალდ რეიგანზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რა მოხდა? რატომ აღარ გვყავს მაგარი ბიჭები არც კინოში, არც მხატვრობაში და არც პოლიტიკაში? რატომ გადაშენდა ეს სახეობა? ისევ არამეცნიერულ დასკვნას თუ გავაკეთებ და ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ახლა, ჩვენს დროში მთავარი გმირები ზედმეტად უსმენენ საზოგადოებას, ზედმეტად პოლიტკორექტულები არიან, ნაკლებად თავისუფალნი და ნაკლებად გაბედულნი. მაგარი ბიჭები არავის უსმენენ, ისინი თავის საქმეს აკეთებენ  მაშინაც კი როცა მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა, როცა საზოგადოება მათგან ცხვირს იბზუებს და სწორედ ამიტომ აღწევენ წარმატებას, ისეთ წარმატებას რომელზეც დღევანდელ სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე, ხალხის აზრის მიღმა ფეხგაუდგმელი გმირები ვერც კი იოცნებებენ. თუმცა არის იმედი, მგონი აამიანებს აქვთ მაგარი ბიჭების ნოსტალგია აბა რას დავაბრალოთ ამდენი კომიქსის გმირი ჩვენს ეკრანებზე, მართალია კომიქსის ეს გმირები ჩემი აზრით ასევე ვერ არიან იმ ნამდვილი მაგარი ბიჭების ტოლი და სწორი თუმცა იმედის საშუალებას იძლევა. ალბათ ოდესმე დაბრუნდება დრო როცა ადამიანები დაიბადებიან და გაიზრდებიან მეტი პიროვნული თავისუფლებით, მეტი თვითრწმენით და მეტი გაბედულებით, თორემ ცხოვრება რაღაც მოსაწყენი გახდა.

შორეულ მეთვრამეტე საუკენეში შვედეთში ცხოვრობდა ექიმი და ბუნებისმეტყველი კარლ ლინეი, ამ ლინეიმ სხვა რამეებთან ერთად სახელი იმითაც გაითქვა რომ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა შექმნა, დიდი სამსახური გაუწია ლინეიმ ბიოლოგებს… მე ამდენს ვერ ავიღებ საკუთარ თავზე მაგრამ შევეცდები ქართველი ამომრჩევლის კლასიფიცირება შემოგთავაზოთ. ყველას მოეხსენება რომ საქართველოს ამომრჩეველი იყოფა ორ დიდ ნაწილად, ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მხარდამჭერი, ამით საქართველო განსხვავდება იმ ქვეყნებისგან სადაც ამომრჩეველები სხვადსხვა პარტიების მხარდამჭერებად იყოფიან. ეს ორივე ნაწილი თავის მხრივ უფრო მცირე ჯგუფებად იყოფიან. დღეს ჩვენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე ვისაუბრებთ.
ოპოზიციის მხარდამჭერები, როგორც ზეოთაც ვთქვი, იყოფიან ქვეჯგუფებად, მაგალითად ამომრჩევლები რომლებიც თავის მორალურ მოვალეობად თვლიან მუდამ ოპოზიციაში იყვნენ, ამაყადაც აცხადებენ კიდეც, ამათ კი ვუჭერ მხარს(რომელიმე ოპოზიციურ ძალას), მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინვე ოპოზიციაში ჩავუდგებიო. ამ ხალხისთვის ოპოზიციონერობა ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების იარაღი კი არაა არამედ თვითმიზანია. მგონი აქ პასუხისმგებლობის გაზიარების შიშთან უნდა გვქონდეს საქმე. არის ოპოზიციონერ ამომრჩევეთა ქვეჯგუფი რომლებიც ყველას მისცემენ ხმას ოღონდ არსებული ხელისუფლება მოიშორონ, ასეთი ტიპის ამომრჩეველს ჰგონია რომ მის ყველა უბედურებაში ხელისუფალია დამნაშავე, კრედიტი არ მისცეს – მიშა გადადექი; ცოლმა უღალატა – მიშა გადადექი; სიდედრი გადმოვიდა საცხოვრებლად – მიშა გადადექი ჰოდა რა გასაკვირია რომ ოღონდ მიშა არ იყოს და თუ გინდა აღამაჰმად ხანისა და მურვან ყრუს შეუღლების შედეგად შესაძლო პირმშო ავირჩიოთ, მერე რა რომ მიშა ისედაც მიდის ერთ წელიწადში? ეს ხომ ერთგვარი შურისძიების აქტია, შენ მე ცხოვრება გამიმწარე მე შენ გადაგაგდე, მერე რა რომ ქვეყანასაც დედა ეტირა, ვის არ გადაუყოლებია ნაბანი წყლისათვის ბავშვი, ეგეც რამეა რა! თუმცა ყველაზე მეტ ინტერსს ჩემთვის ოპოზიციური ფრთის ერთი შეხედვით ყველაზე წინ წასული ნაწილი იწვევს, ხალხი რომელიც რა გინდ არა ოპოზიციას ხმას მხოლოდ იმიტომ მისცემს რომ ცვლილებები უნდა, ასეთი ოპოზიციონერი ამომრჩეველი ასფალტის ჭამაზე არ სვამს იდიოტურ კითხვას, ეკონომიკის ზრდასაც ხედავს, შემცირებულ კრიმინალსაც აფასებს, პატრულშიც რეკავს რო რამე და კანონიერი ქურდის ინსტიტუსაც დასცინის, მაგრამ ცვლილება უნდა და ამაში ცუდი არაფერია, ცვლილება კარგია, ორმაგად კარგია ის პოლიტიკისათვის, თუ მუდმივად რამე და განსაკუთრებით ვინმე არ იცვლება პოლიტიკურ მმართველობაში მაშინ სიტუაცია ჭაობდება და ცუდი სუნიც შეიძლება აუვიდეს. მაგრამ პრობლემა ის არის რომ ეს ცვლილება მსგავსად ზემოთ განხილული მუდმივი ოპოზიციონერისა არა იარაღია დემოკრატიის განსამტკიცებლად არამედ თვითმიზანი, ეს ცვლილება მაშინაც კი მისაღებია როცა არსებული ხელისუფლება გინდა ჩაანაცვლო მტრის მიერ მართული პოლიტიკური ძალით, თან აცნობიერებ, კი ალბათ რუსულ ინტერესს ატარებენ, კი, კი ალბათ ძალიან ცუდი ხალხი ყავს ირგვლივ, კი ნამდვილად იდიოტურ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ რა ვქნა ვერაფერს ვაწყობ, ცვლილება მინდა. ასეთი სიტუაცია კი მაგონებს ამბავს ერთი კაცისა რომელიც ოთახში იჯდა, ერთი დღე იჯდა, ორი დღე იჯდა, ერთი კვირა იჯდა, ორი თვე იჯდა, სამი წელი იჯდა და ცვლილება მოუნდა ჰოდა ადგა და ფანჯრიდან გადახტა… არადა შეეძლო კარიდან გასულიყო.

 

თავიდანვე უნდა ვაღიარო რომ ამ პოსტში რა აზრებიც წერია ყველა მე არ მეკუთვნის, თუმცა მეც დაახლოებით ასე ვფიქრობდი და სწორედ ამიტომ მონიდა სხვადსხვა მეგობრის, ნაცნობის თუ უცნობი იუზერისა და მოქალაქის აზრთა შეჯერება.

როგორც კი ბიძინა ივანიშივილმა პოლიტიკაში წერილი გამოაგზავნა, მაშინვე ვივარაუდე რომ ამგვარად მომზადებული ადამიანი, ვერაფერს მიაღწევს ამ დარგში და უთუოდ იმისთვისაა მოსული რომ არეულობები დაგეგმოს მეთქი. მაშინ ეს მოსაზრება აბსურდული ჩანდა და ბევრსაც გულწრფელად ეღიმებოდა, ჯერ ვაცადოთ იქნებ რას შვრებაო, ამბობდნენ. გამოხდა ხანი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ა.შ.შ. – ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, არ გაამართლეს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების იმედები, რომ ობამა სააკაშვილს დატუქსავდა ეს რა გაგიკეთებიაო. პირიქითაც კი, ობამამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ქართული დემოკრატიისადმი და… რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება რაც მანამდე არ გაუკეთებია, თუ საჭირო გახდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებო. ესე იგი რა გამოდის, ივანიშვილის ქმედებები და სიტყვები რომლებიც გამორიცხავდა ქუჩის აქციებით სასურველის მიღწევას, მხოლოდ საბურველი გამოდგა რეალური ზრახვებისათვის? კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ასეა, თუმცა ამას ვერ დავამტკიცებთ ამიტომ ისევ ფაქტებს შევხედოთ: მას შემდეგ რაც დასავლეთმა სააკაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ბიძინამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ასავალ-დასავალს დაუძმაკაცდა, ეროვნული ფორუმი მიიერთა და ყველაზე ლიბერალურიმიჯიანი თანაკოალიციელი რესპუბლიკელებიც გააკრიტიკა, ხალხს ხალხის ენაზე არ ელაპარაკებიანო.

შეგახსენებთ :

 ასავალ-დასავალი, ყველაზე რადიკალური, ქსენოფობიურ, ნაცისტური გაზეთის მსგავსი წარმონაქმნი.

ეროვნული – ფორუმი(გუბაზ სანიკიძე)დამწვარი გვამებით სირბილის მსურველი და ამომრჩევლებისათვის საქონლის მწოდებელი, პარტიის მსგავსი გაერთიანება.

მალე უნდა ველოდოთ ივანიშვილის გუნდის წევრების განცხადებებს რომ სააკაშვილი მხოლოდ თუ გააყალბებს სხვაგვარად არ მოიქცევაო, გაყალბებისთვის ემზადებიანო, (პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ) დადებენ ათასგვარ „მტკიცებულებებს“ და შესაძლოა „მოწმეთა“ ჩვენებებსაც, ასევე ნაირგვარი ინტერნეტ-გამოკითხვები და უკიდეურესად არაპროფესიუნალურად შედგენილი რეიტინგები სადაც ბიძინა ივანიშვილი მრავალი პროცენტით წინ უსწრებს მიხეილ სააკაშვილს.

 ყველაფერი ეს ერთ რამეს ემსახურება: ხალხი შეაგუონ იმ აზრს რომ ნაციონალური მოძრაობა უეჭველად ემზადება გაყალბებისთვის, რომ არ გაგვიკვირდეს მერე გაურკვეველი ბრალდებების ფრიალს რომ დაიწყებენ, როგორც არაერთხელ მოხდარა, არმოუნდეს ჩვეულებრივ ამომრჩეველს ობიექტურ საერთაშორისო ორგანიზაციას მოუსმინოს, ბოლოს და ბოლოს მაგათი ქვეყნების ასაკი და ჩვენი ეზოს კაკლის ხის წლოვანება ხომ ასე საოცრად ემთხვევა. მოკლედ დიდი ოქტომბრის რევოლუცია მზადდება ივანიშვილის გუნდში და ამის ყველა ნიშანი სახეზეა, ერთი რამ ვერ გაუთვალისწინებიათ, ჯერჯერობით ზემოთაც შეუძლიათ ასე მართვა და ქვემოტაც არ არიან წინააღმდეგი ასეთი ცხოვრებისა და ამგვარი განვითარებისთვის, აც არ უნდა თქვა ყოველი საზოგადოება უფრო მეტად ადეკვატური ხალხისგან შედგება

როგორც იქნა შედგა შეხვედრა, რომელსაც ასე ელოდა ყველა ვისაც პოლიტიკა სულ ოდნავ მეტად აინტერესებს ვიდრე მორიგი მექსიკური სერიალი. ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდნენ. ამ შეხვედრას ყველა იმედით ელოდა ზოგი, პირდაპირ ვიტყვი, გულუბრყვილო იმედით რომ უფროსი ძმა, ამერიკის თვითმპყრობელი ობამა პირდაპირ უბრძანებდა სააკაშვილს წადი ახლა და ადგილი რუს ოლიგარქს დაუთმეო (ვუტრირებ რა თქმა უნდა(ვუტრირებ- მიყვარს ეს არარსებული სიტყვა)), მეორენი კი ამბობდნენ შესაძლოა ამ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო რამ გადაწყდესო (აქ აღარ ვუტრირებ, სუბიექტური ვარ). მოგეხსენებათ, უმაღლეს დონეზე შეხვედრა იმის უმაღლეს დონეზე შეხვედრაა რომ იქ, დახურულ კარს მიღმა, რაზე საუბრობენ ჩვენ უბრალო მოკვდავებს არავინ გვეტყვის. ერთადერთი გამოსავალია დაინტერესებული გულშემატკივარი თუ პირიქით ანტიგულშემატკივარი დაელოდოს მოლაპარაკების შემდგომ ბრიფინგს და ზოგად ფრაზებს მიღმა კონკრეტული მესიჯები დაიჭიროს. მაგალითად ამბობს ობამა: ძალიან კარგად განავითარეთ დემოკრატია და სხვადსხვა ინსტიტუციებიო, მაგრამ იმედი გვაქვს მომავალ არჩევნებს ასევე დემოკრატიულად ჩაატარებთო. აქ პესიმისტი იტყვის: აშკარაა რომ ობამამ სააკაშვილს მიუთითა პრობლემებზე დემოკრატიაში, შეიძლება ითქვას გააფრთხილა კიდეც. ოპტიმისტი იტყვის: აშკარაა, რომ ობამამ მხარსაჭერა გამოთქვა სააკაშვილის მიმართ, შეუქო გაწეული სამუშაო და უთხრა ასე გააგრძელეთო; რეალისტი კი იტყვის: სტანდარტული ტექსტია, ასე ყველა ახალგაზრდა დემოკრატიის წარმომადგენელს ეუბნებიანო. მოკლედ ხედვები და აღქმები ჩვენთან, საქართველოში მეტისმეტად არის პოლარიზებული, თუმცა კი არსებობს საკითხები რაზეც დიდი სურვილის მიუხედავად ვერავინ დავობს, მაგალითად ის რომ ობამამ, დემოკრატების პარტიის წარმომადგენელმა, თითქმის ერთი ერთზე გაიმეორა ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერის, რესპუბლიკელი ბუშის სიტყვები საქართველოს დემოკრატიის შუქურობის შესახებ სადაო ვერაფრით იქნება, აქ უბრალოდ ოპტიმისტებს უხარიათ, პესიმისტებს წყინთ და რეალისტები ჭკვიანი სახით ამბობე: ეს ხომ ისედაც ვიცოდითო. კიდევ ერთ ფაქტს ვერ უარყოფს ვერავინ სააკაშვილი ობამას შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ნატოს სამმიტის, რუსეთის არჩევნების, ჩვენი არჩევნების და ამერიკის არჩევნების წინ.
ჰო მერე რომ არ დამავიწყდეს, ოპტიმისტებს მიმათვალეთ, მე არამარტო მიხარია რომ ჩვენ შეიძლება მაგალითი გავხდეთ ბარე ორი ქვეყნისთვის, მიხარია რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიარი ქვეყანა გვპირდება ნატოში თქვენს გაწევრიანებაზე გავაგრძელებთ მუშაობასო, თავდაცვის საქმეში კიდევ უფრო კარგად ვითანამშრომლებთო, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გვეუბნება, ვიფიქროთ თავისუფალ ვაჭრობაზეო და ბოლოს მსოფლიოს ყველაზე მაგარი ქვეყანა (საქართველოს მერე, მე ხომ ურაპატრიოტიც ვარ) გვეუბნება მოდი რა ვიძმაკაცოთო, ვიქნები ოპტიმისტი რატომ არ ვიქნები?

ოლიგარქის შემოდგომა

ახლა, როცა ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენასთან დაკავშირებული ეიფორია ცოტათი დაცხრა და საკითხი ვინ იქნება ივანიშვილის პარტიაში ჩაანაცვლა საკითხმა სად ვიყიდოთ კარგი ჩურჩხელა საახალწლოდ, გადავხედე განვლილ პოლიტიკურ სეზონს და მივხვდი თუ როგორ და რისთვის მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში.
უჩვეულოდ მშვიდი და წყნარი შემოდგომა იდგა. აქამდე ოქტომბერ-ნოემბერი ოპოზიციის ხმაურიანი და არც თუ ისე ხმაურიანი ქუჩის აქციებით ხასიათდებოდა ხოლმე. ახლა კი თბილისის ქუჩებში ვერც საკნების ხერგილებს ნახავდი და ვერც საბჭოეთიდან შემორჩენილი კულტურის მოღვაწის მგზნებარე სიტყვას მოისმენდი. ქვეყანა მშვიდად ვითარდებოდა, პოლიტიკური პროცესები აქა-იქ თუ გაკრთებოდა ტელეეკრანზე და ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო… თუმცა აქ არის ერთი „მცირე“ და არასასიამოვნო ნიუანსი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, პირდაპირ ვთქვათ, არაკეთილმოსურნე მეზობელი, იმპერიული ამბიციებითა და ჩვენი ქვეყნისადმი აშკარად გამოხატული აგრესიული დამოკიდებულებით. მას საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, არ დაუშვას მისი განვითარება, ხელი შეუშალოს მის თავისუფლებას, ჩართოს გაუთავებელ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში და სწორედ ამიტომ ჩანდა წლევანდელი შემოდგომის სიმშვიდე ასე უცნაურად, არადა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი წელი რჩება და თითქოს ახლა უნდა ეაქტიურათ პოლიტიკურ პარტიებს. მაშ რატომ დუმან მეგაფონები? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს თუმცა უმთავრესი მაინც ალბათ ორია: პირველი ის რომ ნინო ბურჯანაძის უკანასკნელი ავანტიურა ისეთი კრახით დასრულდა ყველა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქესაც კი გაუქრა ქუჩაში გამოსვლისა და ამგვარად რამის გაპროტესტების სურვილი და მეორეც რუსეთს კანდიდატურები გამოელია, ჯერ იყო და ლევან გაჩეჩილაძემ უმტყუნა, მერე ირაკლი ოქრუაშვილმა, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე ფსონს კინაღამ ზურა ნოღაიდალზეც ჩამოვიდნენ ხოლო ბურჯანაძის პოლიტიკურმა გარდაცვალებამ კი რუსული სათადარიგოთა სკამიც თითქოსდა ამოწურა… მაგრამ ეს ერთი შეხედვით.
5 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პარტიის შექმნასა და პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას აპირებს. ამაში თითქოს გასაკვირი არც არაფერია, მსოფლიო პოლტიკამ ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლის პრეცედენტები მრავლად იცის, მაგრამ როგორც, თითქმის, ყოველთვის ახლაც საქართველოში განსაკუთრებულ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე.
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისათვის ორი რამით არის ცნობილი ერთი რომ ყველაზე მდიდარი ქართველია და მეორე რომ ფარული მეცენატია. პარადოქსულად ჟღერს საზოგადოებამ იცის რომ მავანი ფარული მეცენატია… მაგრამ ეს არ არის მთავარი ამ ისტორიაში. ივანიშვილი უკვე ცხრა წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და იგი ცოცხლად ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრებს ყავთ ნანახი, ფოტოც ფართო მასებმა აქამდე მხოლოდ ორი იცოდნენ: ერთი შორი კადრი შემთხვევით გადაღრებული სადღაც დარბაზში და მეორე ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი მკაცრი და სოლიდური გამოეტყველებით. ამაშიც არაფერია საოცარი, ადამიანი უბრალოდ ასაციალური ტიპაჟია და არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა, მაგრამ მეორეს მხრივ რატომ ქმნის ასოციალური ადამიანი პარტიას? პარტია ხომ თავისთავად გულისხმობს პოლიტიკური აქტივობის აუცილებლობას? პოლიტიკური აქტივობა კი საზოგადოებაში გამოჩენასა და ხალხთან ურთიერთობას? მაშ ასე ასოციალური მილიარდერი ქმნის პოლიტიკურ პარტიას მაშინ როცა რუსეთს საქართველოში ყველა მხივ მოეცარა ხელი, დამეთანხმებით ასეთი რამ შემთხვევით არასოდეს ხდება ხოლმე. კი ბატონო შეექმნა რამე ფონდი, რამე საქველმოქმედო ორგანიზაცია, ხელოვანთა გაერთიანება ბოლოს და ბოლოს, მაგრამ პარტია და თან სწორედ ახლა, როცა შტილია ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, როცა ჩავარდა უამრავი რუსული პროექტი. თუკი პოლიტიკა მისი ოცნება იყო რატომ არ გააქტიურდა ივანიშვილი 2003-2004 წლებში როცა მას საკუთარი ტელეკომპანია მეცხრე არხი ჰქონდა, რატომ არ წავიდა პოლიტიკაში 2007 წელს როცა სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე სუსტი ჩანდა? ეს გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.
ბიძინა ივანიშვილს ყველგან, ალბათ საქართველოს გარდა, რუს ბიზნესმენად მოიხსენიებენ, მისი ბიზნესის დიდი წილი ჯერ კიდევ რუსეთშია, და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურება რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით მოხდა, ეს უბრალო ულტიმატუმი იყო: შენ იწყებ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ამ საქმეს ახმარ შენს ულევ მატერიალურ რესურსს ან ემშვიდობები შენი ბიზნესის უდიდეს ნაწილსო… ანუ მარიო პიუზოს თუ დავესეხებით მას ისეთი წინადადება შესთავაზეს რაზეც უარი ვერ თქვა ადგა და ფინანსურ კეთილდღეობაზე გაცვალა საკუთარი სამშობლოს ინტერესები. იმ დღეებში კიდევ ერთი საოცარი დამთხვევაც მოხდა, რუსეთის, აგერ უკვე მერამდენედ, მომავალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სულ ახალი იდეა გააჟღერა ევრაზიის კავშირის შექმნასა და მასში ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის მიწვევის შესახებ, ისტორია გამეორებას ლამობს თითქმის ასი წლის შემდეგ კიდევ ერთი ვლადიმერი კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის შექმნას ცდილობს და სწორედ ამ დროს, საქართველოში ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც უამრავი ლეგენდა დადის და რომლის ქველმოქმედების ისტორიებსაც ლამის თაობიდან თაბას გადასცემენ ხოლმე მცირე, მაგრამ მაინც შულავერის კომიტეტის შექმნას ცდილობს… თუმცა მეორეს მხრივ თუ ვიქნებით ოპტიმისტები შეიძლება ვთქვათ რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა, უბრალო დამთხვევა.
მერე ვიფიქრე მოსვლით კი მოვიდა მაგრამ რა უნდა გააკეთოს ბიძინამ პოლიტიკაში მეთქი, არ დავიზარე გადავხედე მის ყველა საჯარო გამოსვლას მის ყველა წერილს და სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი რის გაკეთებას აპირებს, ყველა კონკრეტულ კითხვაზე შეეხება ეს ეკონომიკას, გეოპოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას თუ ევროსტრუქტურებთან დაახლოებას ბიძინას და ბიძინელებს არ აქვთ პასუხები, ან პასუხობენ რომ ამაზე მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, სიტყვამ მოიტანა და მრჩება შთაბეჭდილება რომ ივანიშვილის ექსპერტთა ჯგუფი უკვე ყველა საკითხზე მუშაობს, დილით ათქვეფილი კვერცხის ომლეტი ჭამოს თუ თოხლოდ მოხრშული კვერცხი ამაზეც ექსპეტები ფიქრობენ ხოლმე თუმცა მათ მუშაობასთან ჩვენ ხელი არა გვაქვს და ისევ ბიძინას საქმიანობას დავუბრუნდეთ. სამაგიეროდ ბიძინამ მშვენივრად იცის რომ ომი 2008წლის აგვისტოში რუსეთთან საქართველომ დაიწყო; რომ ნატო კი კარგია მაგრამ ისეთი შორი პერსპექტივაა მის რიგებში გაწევრიანება რომ ამაზე ფიქრსაც არ აქვს აზრი; რომ პუტინი არც ისეთი ცუდია და შეიძლება დემოკრატიული რეფორმებიც კი გაატაროს. შეიძლება ვინმეს ეფიქრა ეს შეცდომები საკმარისია რომ პოლიტიკაში ახლად ფეხშედგმული, თუნდაც მილიარდელი, პოლიტიკოსი უკანვე გააბრუნოს და სამუდამოდ მოუკლას პრემიერმინისტრობის სურვილიო, მაგრამ ივანიშვილი ასე არ ფიქრობდა ამის შემდეგ მან მაესტროს ეთერში ფილოსოფიაზე და ფსიქოანალიზზე ისაუბრა, ფილარმონიაში „ქართული ოცნების“ დაფუძნების ყრილობა ჩაატარა და პოლიტიკური გვამების გამოფენა ჩაატარა, ისე რომ ყრილობა კი არა მაიკლ ჯექსონის ეპოქალური მუსიკალური ვიდეო „ტრილერი“ მეგონა ასე რომ ამავე ყრილობაზე, ივანიშვილისავე სიტყვას, რომელიც მან ბორძიკ-ბორძიკით წაიკითხა, თუ დავესესხებით „ქართული ოცნების“ სლოგანი თავისუფლად შეიძლება იყოს დავიბრუნოთ წარსული. მოკლედ ბოლომდე გაურკვეველია რა უნდა გააკეთოს ბიძინამ პოლიტიკაში, ან საერთოდ რა ფასეულობები და ღირებულებები აქვს … ხუთანახევარი მილიარდის გარდა. ეს ყველაფერი კიდევ ერთ ეჭვს აჩენს: არ უნდა ბიძინას არანაირი არჩევნების მოგება, მას უნდა არჩევნების შემდეგ რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ დაიწყოს ყვირილი რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ იკრებს ამ თითოკაციან და თითოპროცენტიან პარტიებს… მერე კი მერე მოხდეს რაც მოსახდენიაო ფიქრობ ოლიგარქი. კიდევ ბევრი რამეზე შეიძლებოდა დაწერა, მოზარდი შვილების პოლიტიკაში ჩართვაზე, მედიაზე თავდასხმაზე თუ არც ისე სუფთა წარსულსა და არც ისე პროფესიონალ სტაფზე, მაგრამ ჩვენს დროში ვრცელ ტექსტებს ბევრი არ კითხულობს, ცხოვრების სწრაფ ტემპს და მოუცლელობას აბრალებენ, ერთს კი დავამატებ ივანიშვილის როგორც პოლიტიკოსის ბედი ახლა და აქ არ წყდება, მისი ბედი მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე დეკემბრის ბოლოს ან კიდევ მარტში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე გადაწყდება.

ახლა მსოფლიო Cემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში და პლანეტის მოსახეობის დიდ უმრავლესობას სხვა არაფერი აინტერესებს გარდა იმისა იყოს საფრანგეთი ჯგუფიდან გასვლის ღირსი თუ არა, ანდა დიეგო მარადონი უფრო კარგი ფეხბურთელი იყო თუ უფრო ცუდი მწრთვნელია. მოკლედ კაცობრიობა და, მათ შორის, საქარტველოს მოსახლეობაც ფეხბურთით სუნთქვას და ცხოვრობს, ამიტომ მეც აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ ფეხბურტზე დავწერო, ტუმცა დრემდე ზუსტად ვერ გამიგია რა შემთხვევაში ფიქსირდება თამაშგარე მდგომარეობა და რატომ ერქვა ჩემს ბავშვობაში მეკარეს რომელსაც წინ თამშიც შეეძლო გოლბეკი. მოკლედ ფეხბურთში ვერ ვერკვევი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინმეს არ უგულშემატკივრო არ შეიძლება, საზოგადოება გაგკიცხავს, ამა თუ იმ ნაკრების ფანობა ზემოდან გადმოგხედავს და თავს არარაობად გაგრძნობინებს, ამიტომ ჩემსავით არამოყვარულებს გირჩევთ ამოირჩიოთ რომელიმე გრანდი გუნდი(ასეთი სულ რამდენიმეა) და კითხვაზე “ვის ბალელშიკობ?” სერიოზული სახით სწრაფად უპასუხოთ დამახსოვრებული ქვეყნის სახელი, თუ კითხვის ავტორმა საუბრის გაგრძელება ისურვა, აყოლა ადვილია, თუკი სხვა გუნდის გულშემატკივარია და თქვესას დასცინის თქვენ უნდა უთხრათ “ვნახოთ, ვნახოთ”, მრავლმნიშვნელოვნად და დარწმუნებით. და თუკი არა, მეტიც თი ისიც თქვენი გუნდის მხარესაა მაშინ შორისდებულებიტ და თავის ქნევით ან დანანებით გადაქნევით დაეთანხმეთ ხოლმე. მეც ასე ავირჩიე დიდი ხნის წინ ნგლისის ნაკრები და ახლა პასუხი მზად მაქვს ხოლმე ჩამჭრელ კითხვაზე. რატომ ინგლისი? რავიცი, ფეხბურთს ბავშვივიტ ვუყურებ, იტალიელები პიჟონები არიან, გერმანელები ზედმეტად წესრიგის მოყვარულები, ბრაზილია ყველას მოსწონს, არგენტინეს შესახებ გვიან შევიტყვე და დარჩა ინგლისი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა(არა როგორც გუნდი არამედ როგორც ქვეყანა), მის ისტორიას ვსწავლობდი, ინგლისური ენის შესწავლა მცირე ასაკიდან მოვინდომე, მისი მუსიკა მიყვარს და ასე შემდეგ, ხოდა ადვილია რა შემეკიტხებიან “ვის ბალელშიკობ?” ვუპასუხებ “ინგლისს” ტან ამაყად, მერე რა რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ გახდნენ ჩემპიონები იგივე “პიჟონებისგან” განსხვავებიტ, ხომ ყველა ერთხმად აღიარებს რომ ინგლისური ფეხბურთი ვაჟკაცურია, ინგლისელი ფანობა არასოდეს იღლება, მაშინაც კი არ ჩუმდება მისი საყვარელი გუნდი ათით ნულლს რომ აგებდეს და ბოლომდე ქომაგობს… მოკლედ კარგი გუნდი მყავს შერჩეული, ერტი ის მაფიქრებს ჯგუფში რომ ჩარჩეს რა ვქნა, რა პასუხი გავცე ფეხბურტის მოყვარულებს?

თუ სწორად მიუდგები ნებისმიერი ადამიანის მოტყუება შეიძლება, ვიღაცამ ისიც თქვა შეიძლება ერტი ადამიანი ატყუო ძალიან დიდხანს, ისიც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ატყუო ცოტა ხანს, მაგრამ შეუძლებელია ძალიან ბევრი ადამიანი ატყუო ძალიან დიხანსო, საკამათო საკიტხია ჩემი აზრით, თუკი ძალიან ბევრ ადამიანს სურს რომ ატყუონ ძალიან დიდხანს(ამნას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ხშირ შემთხვევაში ტყუილში ცხოვრება უფრო კომფორტულია) მაშინ ეს ასეც იქნება. ერთი ისტორია თუ ლეგენდა მახსენდება, საბჭოთა პენსიონერზე, და სოციალისტური შრომის გმირზე, მგონი ორგზის, რომელიც გარკვეული დამსახურებების გამო გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში მიმავალ დელეგაციეს გააყოლეს, პენსიონერი საბჭოეტს პირველად გასცდა და თვითმხილველები თურმე ყვებოდნენ აქედან იქით გზაზე სანამ აეროპრტში გავიდოდითო კაცი მხიარულ ხასიატზე ყოფილა, ბევრსაც ხუმრობდაო დამარცხებულ გერმანიასა და ძირმომპალ კაპიტალიზმზეო, მაგრამ როგორც კი ფეხი დადგა გერმანიის კრტხეულ მიწაზე და მიხედ-მოიხედა ხასიატი შეეცვალა თურმე. გულჩათხრობილი გამხდარა და ცოტათიი სევდიანიც. მერე ქალაქშიც გაიარეს, მარაზიებიც დაატვალიერეს და წარმოებებიც ანახეს, პენსიონერს დანა პირს არ უხსნიდა… მეორე დრეს სასტუმროს ნომერში იპოვესო თავი ჩამოეხრჩოო. არ ვიცი ისტორია არის ტუ არა მარტალი, ან სიმართლესტან ახლოს მაინც, მაგრამ არ გამიკვირდება მარტალი რომ იყოს, კაცს მთელი ცხოვრება უნერგვდნენ რომ საუკეტესო ქვეყანაში ცხოვრობდა, რომ კომუნიზმს აშენებდა, რომ კაპიტალიზმი ჭირია, რომ იქ დასავლეთში ყველაფერი ცუდადაა და ამ დრას ჩავიდა, ნახა და … მოკლედ რას მოვაყოლე ეს ოსტორია, ხანდახან ყველაფერი ისე არაა როგორც ვფიქრობთ, საყოველთაო თანასწორობის უკან ხშირად საშინელი უსამართლობა იმალება, დეკლარილებული ძმობის უკან კი უფროსი ძმა. როცა სიმართლეს ფარდა აეხდება ხოლმე მერე ხშირად გვიანაა. აი ჩვენში გაბატონებულ რელიგიას, რატომღაც ქრისტიანობას რომ უწოდებენ და ქრისტეს მოძღვრებასტან საერტო რომ თითქმის არაფერი აქვს, რა მოხდება ერთხელ რომ აეხადოს ფარდა და ყველა ჩვენებურმა “მორწმუნემ” დაინახოს რომ ეს ის არაა რასაც ფიქრობდნენ, ანდა დემოკრატიის მოთხოვნით ქუჩში მრავალგზის გამოსულმა ხალხმა რომ გაიგოს რომ დემოკრატია სულაც არ გულისხმობს, მაგალითად, ქსენოფობიას; ნეტა რა მოხდება? ნუტუ მასური სუიციდეს მოწმეები შევიქმნებით? არაა, არამგონია რამე ახალ კომფორტულ ტყუილს მოიგონებენ და იქ განაგრძობენ ცხოვრებას.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.