Feeds:
პოსტები
კომენტარები

ბოლშევიზმის გარიჟრაჟზე ძალიან პოპულარული გახდა პროლეტარიატის დიქტატურა, ეს ტერმინი ცოტათი ადრე, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, მაგრამ ბოლშევიკებმა წარმატებიტ აიტაცეს და განხორციელებაც დაიწყეს. ასე გრძელდებოდა ვიდრე 1977 წლამდე სანამ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არ ჩაიწერა რომ ეს ქვეყანა დასახლებულია “განვითარებული სოციალისტური საზოგადოებიტ” და შესაბამისად პროლეტარიატის დიქტატურა საჭირო აღარ გახდა. თუმცა 1917 წლიდან მოყოლებული 60 წლის განმავლობაში საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და ბლშევიკურმა მტავრობამ მისი მეშვეობით საკმაო შედეგებსაც მიაღწია. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა რომ დრევანდელ საქარტველოს ლიბერალიზმის იქტატურა ტუ უშველის, რა თქმა უნდა ამაში არ იგულისხმება არალიბერალების დახვრეტა, გადასახლება, გაკულაკება ან სხვა რამ მეტოდი რაც პროლეტარიატის დიქტატურას ახასიათებდა ან ასოციერდებოდა მაინც მასთან. არც ლიბერალიზმში ვგულისხმობ ლიბერალიზმს კლასიკური გაგებით. მაგრამ მოდიტ ტანმიმდევრობით მივყვები რა არის ლიბერალიზმი ჩვენს შემტხვევაში, ლიბერალიზმია ყველაფერი ის რაც გვაახლებს დასავლეტს და გვაშორებს საბჭოეთს, ანუ განსხვავებული აზრის პატივისცემა, რელიგიური შემწყნნარებლ;ობა, ჩინელების ქვეყნიდან გაყრის არ მოტხოვნა და ასე შემდეგ, აი როცა უკვე საბოლოოდ დავშორდებიტ ამ საბჭოეთს, ისე რომ მისი გრავიტაციის გამო მისსავე ორბიტაზე ტრიალს შევწყვეტთ მერე ვისაუბროთ რეალურ ლიბარილზმზე და კონსერვატორობაზე თორემ დღეს ჩვენს ქვეყანაში კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა არიან და აბა მატ რა ლიბერალიზმი უნდა დავუპირისპიროთ. ახლა რაც შეეხება იმას ტუ რას ნიშნავს ჩემი გაგებიტ ლიბერალიზმის დიქტატურა, იმაზე შევთანხმდიტ რომ არავის დახვრეტა, გაციმბირება არ შეიძლება არც სამედიცინო ექსპერიმენტ ჩაგვატარებინებინებენ ვინმეზე(არადა რა მადლი იქნებოდა) თუმცა სამართლიანობა მოითხოვს არინიშნოს რომ ლიბერალების ნაწილი ამ ყველაფრისაკენ მიისწრაფვის და ცეცხლითა და მახვილით უნდათ დაბნეული ქარტველობის სწორ გზაზე შეყენება. მე სხვა რამეს გთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, უფრო სწორად კი ჰომოსოვიეტიკუსის ქვესახეობას ჰომო გრუზინუს დარტყმა ისეთ ადგილას უნდა მივაყენოთ სადაც ყველაზე ეფექტური იქნება. სად აქვს ქართველს სუსტი წერტილი? პასუხი იმაზე მარტივია ვიდრე შეიძლება ერტი შეხედვით ჩანდეს, ქართველს ძალიან უყვარს თავის გამოჩენა ეს არის მისი სიძლიერეც და სისუტეც, ტუმცა ახლა ჩვენ ეს როგორც სისუსტე ისე გვაინტერესებს ასე რომ მოდით ამ კუთხით მივუდგეთ, მაშ ასე რადგან ქართველს ძალიან უყვარს თავის გამოჩენა, ამას კი იგი პარადოქსია მაგრამ, ახარხებს იმით რომ ყველასნაირი იყოს და არა გამორჩეული, ხოლო ხელოვნებას იყო ყველასნაირი ჩემს ლექსიკონში მოდა ჰქვია. კი ქარტველები ყველაზე იოლად ვვებით მოდას, აქ მოდური შეიძლება ყველაფერი გახდეს, ტანსაცმლიდან დაწყებული ცხოვრების წესით დამთავრებული, შეილება ვინმემ მოდის გამო ლექსების წერა დაიწყოს, შეიძლება სუში შეუყვარდეს, შეიძლება სამი შვილი გააჩინოს, ასე ომ გასაკვირიც აღარაა რომ დრეს რელიგიურობა ისევეა მოდაში როგორც ვთქვათ ოტხმოცდაათიანებში შავი ე.წ. “ხულიგანკა” ბეემვე ან შვედური ჯგუფი ეის ოვ ბეისი იყო. ბოლოს და ბოლოს მივადექიტ საქმის არსს, ლიბერალიზმის დიქტატურა მოდის საშუალებიტ უნდა განხორციელდეს, უნდა შევძლოთ რომ აღარ იოს მოდაში, რელიგიური ფანატიზმი და ვინმეს განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო ქრისტეს სახელიტ მოკვლით არ ემუქრებოდნენ ანდა მართლმადიდებლობას დედის გინებიტ არ იცავდნენ; აღარ იყოს მოდაში რასიზმი და ნაციზმი და ჩინელებს ქარტველი ადამიანის ყველა უბედურებაში არ ადანაშაულებდნენ ხოლო სომეხს დასაცინ სიტყვად არ იყენებდნენ; აღარ იყოს მოდაში ჰომოფობია და ხალხს საკუთარი შვილის მოკვლის სურვილი არ უჩნდებოდეს თუ ვინიცობაა და ეს უკანასკნელი გეი აღმოჩნდა. თითქმის სულ ეს არის, ერტი საკიტხი დარჩა გადასაწყვეტი, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა იუმორით, სამართლიანი დაცინვით და ჯანსაღი ცინიზმით. მერწმუნეთ სიბნელესტან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებია. გამოცდილია!

ეს ამბავი ისევე ბანალურად დაიწყო, როგორიც არის მსუბუქი ფლირტი დაწესებულების დაცვის წევრსა და ამავე დაწესებულების დამლაგებელს შორის, და ისიეთივე მოულოდნელი დასასრული ჰქონდა, როგორი მოულოდნელიც არის ხოლმე დაცვის იმ წევრისათვის, დამლაგებლი რომ თავის ორსულობის ამბავს შეატყობინებს. იმ დილითაც ჩვეულებრივ გავიღვიძე _ დილის თორმეტ საათზე; ჩვეულებრივად ავდექი, პირიც ჩვეულებრივად დავიბანე და საუზმეც, ჩვეულებრივ, ჭიქა თურქული ყავითა და მარგარინიანი ორცხობილათი აღვნიშნე, მაგრამ ბანალურობის ჯაჭვი აქ არ გაწყვეტილა _ ტელევიზორშიც, ჩვეულებრივ, საინტერესო არაფერი იყო, ამიტომ არც ჩამირთავს, ისე გავედი სახლიდან, კარში გასაღები ჩვეულებრივ სამჯერ გადავატრიალე და მეოთხე სართულიდანაც, ჩეულებრივ, სირბილით დავუყევი კიბეს. მეორე სართულზე მეზობელი შემხვდა.

- გამარჯობა, – ვთქვი, – ფუ დავითარსე, – ჩავილაპარაკე, – სახლში ხო არ მივბრუნდე?.. – გავიფიქრე.

მეზობელი არც წითური იყო, მით უმეტეს _ არც შავი კატა, მაგრამ მაინც მთარსავდა მასთან შეხვედრა. ამჯერადაც ასე მოხდა, თუმცა, ამაზე _ მოგვიანებით.

სადარბაზოდან გამოვედი და მივხვდი, რომ ძალიან ცხელოდა, მივხვდი კი არა და, ცხელ ატმოსფეროსთან შეჯახებამ მიმახევდრა.

ფეხით ავუყევი მზიან აღმართს, მალე ცენტრალური ქუჩაც გამოჩნდა. შორიდან გავაყოლე თვალი ამ ქუჩაზე ნელა, მარშუტკულად მიმავალ ჩემს მარშრუტკას
_ ა. ბატონო, თუ არ დამთარსა! – რაღას ვიზამდი?! მორჩილად დაველოდე შემდეგის გამოჩენას, თან იმ ქუჩაზე ათიოდე წლის წინ ამოზრდილ პატარა და ერთადერთი ჭადრის სამ-ოთხ ფოთლიან ჩრდილს შევეფარე. დათარსვის თეორიის დასამტკიცებლად, სამმა პირთამდე სავსე მარშრუტკამ კიდევ ჩამიარა და, ის-ის იყო, ფეხით წასვლაზე ფიქრის დაწყებას ვაპირებდი, რომ მეოთხეც გამოჩნდა. ესეც ჩვეულებრივ დაფეხვილი, გაურკვეველი მარკის მიკროავტობუსი გამოდგა. ძლივს შევეკვეტე მეორე რიგის სკამებში და საგულდაგულოდ დაგმანული ფანჯრის გვერდით აღმოვჩნდი, არადა, ძალიან შორს მივდივარ, მარშრუტკაც ნელა მოძრაობს, სასწრაფოდ რამეზე თუ არ გადავიტანე ყურადღება, ან გაუწყლოვანებით მოვკვდები ამ სიცხეში, ან მირაჟები მომელანდება. დავიწყე თვალების აქეთ-იქით ცეცება საშველის ძებნაში. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ჩემს გვერდით მჯდომი გოგონას დეკოლტედან სანახევროდ ამოჩრილი ძუძუები გახლდათ. ცოტა ხანს ვუყურე, მაგრამ სანახევროდ ამოჩრილი, რაც არ უნდა იყოს, მაინც სანახევროდ ამოჩრილია და, მეტს არც არაფერს უნდა ელოდო მისგან, ამიტომაც თვალი მძღოლის წინ მიმაგრებულ გატეხილ მაგნიტს და მასზე დახარისხებულ ხურდა ფულს მივაპყარი. რამდენი არ ვეცადე, მაგრამ ჩემი ჩახურებული ფანატაზია ვერ ავამოძრავე, ასე რომ, ხურდები და მაგნიტის ნამტვრევი ხურდებადა და მაგნიტის ნამტვრევადვე დარჩა, ძუძუების არ იყოს.
ცოტაც და, ჩემი მთარსავი მეზობლის გინება უნდა დამეწყო, მაგრამ ამ დროს შევნიშნე, რომ ჩემ წინ მჯდარი მგზავრი რაღაცას კითხულობდა. ბედად, ახალი დაწყებული ჰქონდა და პირველ გვერდზე ნათლად ჩანდა ავტორის ვინაობაცა და ნაწარმოების სათაურიც _Aამანდა კლარა ბოილი. არასოდეს გამიგია ეს მწერალი. “იდუმალი მკვლელობა” _ ვაა, დეტექტივია, მიყვარს დეტექტივები… მოიცა, მოიცა,Aამანდა-აგათა, კლარა-ალან, ბოილი – … ნუ, ჰო, გასაგებია, პირველი თქვენი გამოცანა ამოვხსენი ქალბატონო Aამანდა კლარა, აწი ვნახოთ, მთავარია, ეს კაცი ჩემზე სწრაფად არ კითხულობდეს.

` – ღმერთო ჩემო, ახლა მოვუსმინე ამინდის პროგნოზს რადიომიმღებით და

ხვალაც თოვლი იქნებაო, – დაიწუწუნა მისის ლარსონმა. მისის ლარსონი შუა ხნის ქვრივი გახლდათ, მაგრამ, მიუხედავად ასაკისა, ახლაც მოხდენილად გამოიყურებოდა და, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ახალგაზრდა თაყვანისმცემლებიც არ აკლდა, თუნდაც, მისტერ ზელვეგერი ავიღოთ, ახალგაზრდა ფინანსისტი, რომელიც არც თუ უინტერესოდ უმზერდა ხოლმე მისის ლარსონს და, არავინ იცის, მისი მოხდენილობის თუ იმ აურაცხელი ქონების გამო, რომელიც მისტერ ლარსონმა ასე სულგრძელად დაუტოვა თავის საყვარელ მეუღლეს.

- ესე იგი ხვალაც ვერ წავალთ, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ფანჯარასთან მდგომმა სერ სომერვილმა, – საშობაოდ ჩამოვედით და უკვე ახალმა წელმაც გაიარა, ნამდვილად ბოროტად ვსარგებლობთ თქვენი სტუმრთმოყვარეობით, მისის ლარსონ, თქვენს ადგილას ყველას კინწისკვრით გავყრიდი ამ ქარბუქში.

ყველამ გადაიხარხარა. საერთოდ, სერ სომერვილი ცნობილი იყო, როგორც ენაკვიმატი ახალგაზრდა, შეიძლება, ამიტომაც იგი ყველას უყვარდა ან, შესაძლებელია, ეშინოდათ კიდეც, მისი მწარე ენის მსხვერპლი არ შევიქნეთო. მაგრამ ახლა სერ სომერვილი რაღაცნაირად მოქუფრული იდგა ფანჯარასთან და ბინდბუნდს გაჰყურებდა მარცხენა ხელში ბრენდით სავსე ჭიქა ეჭირა მარჯვენა კი შარვლის ჯიბეში ჩაეყო და იშვიათად თუ იტყოდა რამეს.

- სადილი მზად არის ბატონებო, – ოთახში ლივრეაში გამოწყობილი ლაქია

შემოვიდა და, ისე, რომ იქ მყოფთათვის არც კი შეუხედავს, განაგრძო, – გთხოვთ, მობრძანდეთ…

***

მშვენიერი დასაწყისი იყო, უბრალოდ, ცოტა მთარგმნელს გაუჭირდა, და არა თარგმნისას, არამედ მაშინ, როცა იმ ენას სწავლობდა, საიდანაც თარგმნა ეს ყველაფერი. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის დეტექტივში, დეტექტივში მთარგმნელი სწორედაც რომ მეოთხეხარისხოვანია.
დროდადრო მარშრუტკა ჩერდებოდა და წიგნზე კონცენტრაციის საშუალებას არ მაძლევდა, რაც ჩემს გონებაში მარშრუტკის ისედაც შერყეულ რეპუტაციას შანს აღარ უტოვებდა რეაბილიტაციისათვის, მაგრამ რადგან ჯიუტი ადამიანი ვარ, ჩემი ხასიათის ამ შესანიშნავი შტრიხის სრული დაძაბვით ვახერხებდი გაგრძელებას.
თუმცა, როცა მეორედ მივუბრუნდი წიგნს, შევნიშე, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი გამომეტოვებინა.
` … სადილად სისხლიანი ბიფშტექსი, შესანიშნავი ღვინო, ხამანწკის სალათი და კიტრის პუდინგი მოემზადებინათ…~

***
ჰო ვამბობდი, მთარგმნელი სცოდავდა-მეთქი, აბა, ღვინო როგორ მოამზადეს სადილისათვის?
` …სუფრასთან უჩვეულო სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ დანა-ჩანგლის რაჩხუნი ისმოდა ფაიფურის თეფშებზე, თითქოს ყველა გრძნობდა, რომ იმ დღეს რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. ბოლოს ისევ მისის ლარსონმა დაარღვია სიჩუმე:

- ქალბატონებო და ბატონებო!..

ყველამ მისის ლარსონს გახედა.

- მომიტევეთ ასეთი ოფიციალურობისათვის, უბრალოდ, თქვენი ყურადღების მიქცევა მინდოდა და არანაირად _ დაფრთხობა, – ამის თქმისას მისის ლარსონმა თავისი მომხიბლავი ღიმილით გაიღიმა და სტუმრებს გადახედა.

მისტერ ზელვეგერი მისი ლარსონის გვერდით იჯდა და ერთთავად შეცბუნებული სახე ჰქონდა, თითქოს, რაღაც უმსგავსობაზე თუ ონავრობაზე წაასწრესო, მის გვერდით ახალგაზრდა და უნაზესი მის დორიგანი მოკალათებულიყო და თითქოს ყურადღებასაც არ აქცევდა დეიდამისის, მისის ლარსონის, საუბარს, რასაც ვერაფრით ვიტყოდით პოლკოვნიკ უოტსონზე, რომელსაც მეტისმეტი ყურადღებისაგან ხელსახოციც კი ამოეძრო გულისპირიდან, აქაო და, საჭმელსაც კი არ გავეკარები, სანამ მისის ლარსონი სათქმელს არ დაასრულებსო; სუფრის მეორე თავში, სწორედ მისის ლარსონის პირისპირ, სერ სომერვილი იჯდა და, მიუხედავად მისის ლარსონის მკაცრი აკრძალვისა, თამბაქო არ დამანახოთო, ჩიბუხს აბოლებდა, საჭმლისთვის კი პირიც არ დაეკარებინა; შემდეგი მაგიდასთან დაბალი შავტუხა მამაკაცი იჯდა, ძალიან გულმოდგინედ აცლიდა სალათში ფრუცლებს ხამანწკების სალათს და ისე მიირთმევდა, სახელად კი მაიკროფტ მიულერი ერქვა, წარმოშობით ავსტრიელი გახლდათ და სასტიკად სწყინდა, როცა გერმანელად მიიჩნევდნენ ხოლმე. ბატონი მიულერის გვერდით მის ჰადსონი იჯდა, ოცდათხუთმეტიოდე წლის მოხდენილი ქალბატონი, ლილიტისეული* წითური თმით, მწვანე თვალებითა და მაცდური გამოხედვით.

***

ამ დროს მარშრუტკამ მკვეთრად დაამუხრუჭა და ჩემი წიგნის პატრონი წინა სავარძელს მიანარცხა, რამაც, რა თქმა უნდა, მის მიერ წიგნის დროებით დახურვა(მადლობა ღმერთს, ცერა თითის შიგ ჩატოვებით) და მწყრალი თვალებით მძღოლისთვის შეხედვა გამოიწვია. ვინ იცის, გულში ისიც კი გაიფიქრა _ “ნელა, შეშა ხო არ მიგაქვსო”, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გაახსენდა, რომ ეს ფრაზა საკმაოდ მოძველებული იყო და გადაიფიქრა. სამაგიეროდ, მძღოლმა გამოიჩინა, შესაშური მძღოლურობა, უფრო სწორედ მარშრუტკის მძღოლურობა და მკვეთრი მუხრუჭის შემდეგ თითქმის ისევე მკვეთრად დაძრა მანქანა, ეტყობა, ვიღაც კოლეგისთვის უნდოდა გადაესწრო და მთელი სისწრაფით მიუყვებოდა მანქანებით გატენილ ქუჩებს. პატრულის მანქანასაც კი ისე სწრაფად ჩაუარა, შიგმსხდომმა პატრულმა მეტი რომ ვეღაფერი მოიფიქრა, ჯვარი გადაგვწერა და მანქანა გააჩერა. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ჩვენი გიჟური რბოლა, მგზავრებს შორის უკმაყოფილებას რომ არ ემატა და ბუნტის საშიშროება არ გაჩენილიყო, ან, შეიძლება, გადაუსწრო კიდეც ამ ჩვენმა მძღოლმა იმ მეორეს… მოკლედ, ასე იყო თუ _ ისე, მე კვლავ წიგნს დავუბრუნდი. ნუ დავუბრუნდი ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა რადგან მე კი ვუყურებდი წიგნს მაგრამ მისი პატრონი არ ჩქარობდა კითხვის გაგრძელებას, ეტყობა უარყოფითი ემოციის ბოლომდე დაცხრომას ელოდა რათა სრულად დამტკბარიყო დეტექტიური ხელოვნების ამ შესანიშნავი ნიმუშით.
მარშუტკაში კი კვლავ გაუსაძლისად ცხელოდა.
წიგნის პატრონი ჯიუტად არ ხსნიდა წიგნს, მარშრუტკა მონოტონურად ჯაყჯაყებდა, გამახსენდა რომ წუხელ ძალიან გვიან დავიძინე, ვიღაცეები მარშუტკის ჯაყჯაყის რიტმში ბუტბუტებდნენ, მე უფრო მოხერხებულად დავჯექი, მარშუტკა ჯაყჯაყებს, ვიღაცეები ბუტბუტებენ, ჯაყჯაყებს, ბუტბუტებენ, ჯაყჯაყებს, ბუტბუტებენ, ჯაყ… უეცრად მარსრუტკაში ამანდა კლარა ამოვიდა, ცალ ხელში ჩიბუხი ეჭირა მეორეში საქსოვი ჩხირები და ძაფის გორგალი და ნახევრად მოქსოვილი წინდა. დანახვისთანავე გამიღიმა გვერდით მომიჯდა, ზურგით მუხის ხეს მიეყრდნო, ჩიბუხი და საქსოვი მოწყობილობა იქვე ბალახზე დაალაგა და ჯიბიდან სქელყდიანი წიგნი ამოიღო, წიგნის ყდაზე გარკვევიტ ეწერა “იდუმალი მკვლელობა” ხოლო წარწერის ზემოთ ასევე გარკვევით ოღონდ უფრო წვრილად მიეწერათ: ამანდა კლარა ბოილი. ამანდამ წიგნი გამომიწოდა და უფრო გამიმიღიმა, “ეს მე?” აღმომხდა მე. ამანდამ თავი დამიქნია და მაქსიმალურად გამიღიმა. “არა ვერ ავიღებ.” ვთქვი რატომღაც, ამანდამ კი კი ბატონოს ნიშნად თავი დამიქნია, ადგა და დარბაზის კარისკენ გაემართა, დავიწყე ყვირილი: არა ქალბატონო ამანდა თქვენ მე არასწორად გამიგეთ, მე უარი ზრდილობის გულისთვის გითხარით მეთქი. მაგრამ რად გინდა პირიდან ხმა არ ამომდიოდა ვერც ფეხზე ვდგებოდი და უბრალოდ უხმოდ ყვირილს განვაგრძობდი ქალბატონო ამანდა, ქალბატონო კლარა ქალბატონო ამანდააააა!.. ამ დროს თვალი გავახილე, თავი უკან გადამავარდნოდა და პირი დამეღო, შესაბამისად გამშრობოდა კიდეც ეს უკანასკნელი, მაგრამ არც ამას და არც კისრის ტკივილს ყურადღება არ მივაქციე ისე დავაცხერი თვალებით “ჩემს” წიგნს. პირველი რაც შევნიშნე უკვე წაკითხული გვერდები საგრძნობლად გამრავლებულიყო, ნეტა რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვე, გამიელვა მაშინვე თავში და გადაშლილი გვერდს სწრაფად მიმოვავლე თვალი.

***
… ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!! ის მკვდარია…
… სახეზე ვარაფერს შეატყობდით, მისი მიმიკა არც კმაყოფილებას და არც უმკაყოფილობას გამოხატავდა…
… ვის რაში დასჭირდა ნეტა? – წაიჩურჩულა ნახევრად აღშფოთებულმა და ნახევრად შეშფოთებულმა…
… პოლიციას ვერ გამივიძახებთ დიდთოვლობის გამო ელსმენის ხაზები დაწყვეტილია…
… ბატონი მიულერის იმედად ვართ, გამიგონია ბევრი ჩახლართული საქმე გაუხსნიაო…

***
მოკლედ გასაგებია ვიღაცა მოკლეს – მიულერი იძიებს. მაგრამ ვინ მოკლეს, რა ვითრებაში მოკლეს ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი… რო ვთხოვო ამ კაცს ეს წიგნი არ მათხოვებს ვითომ, რა უნდა ერთ საათში წავიკითხავ, არა არა არ მათხოვებს რაღაცნაირი კეფა აქვს, კარგი სხვა რა გზაა განვაგრძობ კითხვას ეგებ გზადაგზა გაირკვეს რამე.

***
მთელს სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, სტუმრებიცა და მასპინძელიც ცდილობდნენ ჩურჩულით ესაუბრათ და ფეხაკრეფით ევლოთ იმგვარი ზემოქმედება მოეხდინა ამ საშინელ ფაქტს მათს გუნება-განწყობილებაზე.
- ესე იგი თქვენ ამტკიცებთ რომ პირველად ნახეთ ეს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში? – მისტერ მიულერი უკვე საქმეს შედგომოდა და დაკითხვა ლაქიასგან დაეწყო. საბრალო რობერტი, სწორედ ასე ერქვა ლაქიას, ისე დაიბნა როცა მასთან მიულერი მივიდა, თვალი თვალში გაუყარა და უთხრა თქვენთან სერიოზული სასაუბრო მაქვსო, რომ პერანგის ზედა ღილიც კი შეიხსნა რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია საღამოს თერთმეტ საათამდე.
- არა რასა ბრძანებთ სერ, სახეზეც კი არ მეცნობოდა ცხონებული. – აკანკალებული ხმით პასუხობდა რობერტი.
- და სერ სომერვილს რამდენად ახლოს იცნობდით? – თითქეს ისე, სხვათაშორის ჩაეკითხა მიულერი.
- სერ სომერვილი ხშირად სტუმრობდა მისის ლარსონს, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ჩვენებური კაცი უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა რაღაცით ხელი გაემართა. – რობერტს ცრემლიც კი მოადგა თვალზე – ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა, ისეთი მორწმუნე იყო, ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა, ასე ამბობდა ჩემს საგვარეულო აკლდამაში უნდა დამსვენონ ასი წლის შემდეგო და ახლა რა გამოვიდა? თვითმკვლელს ვიღა დაასვენებს ეკლესიის ეზოში?

***

ესე იგი რას მივხვდი ჩემი ჩახურებული ტვინით – ვიღაც უცნობი მოუკლავთ და სვარაუდოდ ეს სერ სომერვილს ჩაუდენია თან თავიც მოუკლავს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისტერ მიულერი თუ ჰერ მიულერი თუ როგორ ეძახიან ავსტრიელებს, გამოძიებას არ წამოიწყებდა. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ერთი ის ვერ გავიგე ვინ მოკლეს, ვიღაც უცნობიო როგორც მივხვდი, ვაა გავაგრძელე გავაგრძელე.

***
- თქვენ მაგაზე არ იდარდოთ მისტერ რობერტ, მოუხერხებენ რამეს არ დატოვებენ დაუმარხავს. – თითქოს ქილიკითაც კი თქვა მისტერ მიულერმა.
- ჰო, არ დარჩება, მაგრამ მას უნდოდა ეკლისიასთან.
- ერთი ეს მიბრძანეთ რობერტ, სერ სომერვილს მწარე ენა ჰქონდა, თქვენ არ გამხდარხართ მისი მსხვერპლი?
- მისი მსხვერპლი ყველა გამხდარა ჩემო ბატონო – რაღაცნაირად ნაღვლიანად ჩაიღიმა რობერტმა და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო სხაპასხუპით დაამატა. – მაგრამ გულში წყენა არასოდეს ჩამიდევს ბატონო, არ ვარ ასეთი კაცი, ერთი წამით მეწყინება და უმალ გადამივლის.
- გასაგებია, გასაგებია.
- თქვენ ხომ არ ფიქრობთ რომ…
- ჩვენ ყველაფერს ვფიქრობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა.
- რასა ბრძანებთ ბატონო ჩემო, როგორ გავბედავდი? და თან ეს ხომ თვითმკვლელობა იყო, იმ მეორე გარდაცვლილს კი საერთოდ არ ვიცნობდი აკი მოგახსენეთ. – შეშინებული ჩურჩულებდა საბრალო ლაქია.
- დამშვიდდით რობერტ, აღელვება არ არის საჭირო, კიდევ ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, როდის ნახეთ უკანასკნელად სერ სომერვილი და მისტერ ჯინგლზი, ანუ მოკლული, რომელზედაც თქვენ აცხადებთ რომ მანამდე არასოდეს გინახავთ.
- როდის ვნახე? როდის ვნახე და სერ სომერვილი გუშინ ვნახე საღამოს ცხრა საათისათვის საკუთარი ოთახის კართან იდგა და ისე აჩხაკუნებდა თითქოს საკეტი გაეჭედაო და კარს ვერ აღებსო, შევძახე კიდეც დახმარება ხომ
არ გჭირდებათ სერ მეთქი, სერ სომერვილმა არაფერი მიპასუხა და…
***
რა ჭირს ამ კაცს რატომ არ შლის შემდეგ გვერდზე? ე გადაშალე! დაეძინა?
ოდნავ წინ გადავიხარე, არა თვალები აშკარად ღია აქვს, აბა რა ხდება? ასე ნელა არავინ არ კითხულობს! ათი წუთია უკვე ბოლო ფრაზას ვუტრიალებ ყოველი მხრიდან, “არაფერი მიპასუხა და”, “და მიპასუხა არაფერი”, “მი”, “პა” აუუ გადაშალე რა, აუ ფანჯარაში იყურება “სუ” ხა” აუუ ფიქრებშია წასული!
წინა სკამს ოდნავ შესამჩნევად მივარტყი მუხლი ეგებ გამოფხიზლდეს მეთქი, თითქოს არც არაფერი მომხდარაო ისე განაგრძო დაჭყეტილი ფანჯარაში ყურება, მისი უაზრო ფიქრები სადღაც, აბსოლუტურად უსარგებლო სივრცეში დაფრინავდა და არაფრით უნდოდა დაბრუნებოდა ჩემს ამანდას, ჩემს კლარას. გამოფხიზლდი!!!გადაშალე!!! მთელ ხმაზე ყვიროდა ჩემი ორგანიზმი, რა თქმა უნდა ხმის იოგების გამოკლებით, მაგრამ ამ საბრალო ადამიანებს სხვა ხომ არაფერი ესმით გარდა ხმის იოგების ვიბრაციის შედეგედა წარმოქმნილი  ხმებისა, გადაშალე შე არარაობავ!!! ვინ ხარ რომ ამანდასთან არ მიშვებ?! ვინ მიგდიხარ შე საბრალო?! ვინ ჩაგიგდო ხელში ეს წმინდა წიგნი შე მწვალებელო!!! გადაშალე!!! გადაშალე მეთქი!!!
კაცი ჯიუტად არ შლიდა, წიგნი კი საცოდავად მისვენებულიყო მის მუხლებზე, გადაშლილი და ასევე გაყინული,არცერთი გვერდი იქით არც ერთი გვერდი აქეთ, რაღა დამრჩენოდა ერთი ორმოცჯერ კიდე წავიკითხე “არაფერი მიპასუხა და” და მეც ფანჯარაში გავიხედე.
მარშრუტკა ნელა, ტაატით მიუყვებოდა მანქანების მდინარეს, მდინარის ნაპირებზე კი ადამიანები დაბორიალობდნენ, როგორც მაშინ მეგონმა აბსოლუტურად უმიზნოდ და გაუაზრებლად, საით მიდიოდნენ რისკენ ილტვოდნენ როცა ამანდა კლარა ბოილის “იდუმალი მკვლელობა” აქ, ჩემს თვლიწინ იდო… ე ის კაცი მაიკროფტ მიულერს გავს, კი ნამდვილად ეგ არის, გვერდით კი პოლკოვნიკი უოტსონი მიყვება, აშკარად სამხედრო მიხვრა-მოხვრა აქვს. აბა დანარჩენებსაც თუ ვიპოვი, აი ის უკნიდან მის ჰადსონს გავს, ნუ წითელი თმა აქვს, აბა შემობრუნდი… ფუ ბებერი ყოფილა. აუ გადაშალე რა და უცებ გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში.
- უკაცრავად რომელი საათია – მივმართე ჩემს წინ მჯდომ წიგნის პატრონს.
პირველ ჯერზე ვერ გაიგონა, მაგრამ უკან არ დავიხიე და წინგნის პატრონს ახლა უკვე მხარზე შევეხე, კაცი შეცბა უკან გამომხედა ისეთი დაბნეული თვალებით ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე წიგნი ხომ არ ვთხოვო მაინც ვერაფერს გაიგებს ისე მომცემს მეთქი, მაგრეამ უკანასკნელ წამს გამბედაობამ მიღალატა და ისევ, ჩემთვის აბსოლუტურად უსარგებლო ინფორმაცია მოვითხოვე
- უკაცრავად, რომელი საათია?
- ა, საათი, გაჩერებულია.
- გმადლობთ.
ჩემმა მეთოდმა გაამართლა, კაცმა თვალები მოისრისა და წიგნს დახედა. თავიდან ვერ მიხვდა ან კარგი, ვერ გაიხსენა სად შეწყვიტა კითხვა, ორივე გვერდს თვალი გადაავლო, სადღაც დიდხანს შეჩერდა სადღაც ცოტა ხანს და ბოლოსდაბოლოს აღმოაჩინა წყვეტა.

***
იმწამს გაღებულ კარში შეიმალა, რაც შეეხება ბატონ ჯინგლზს, ასე ბრძანეთ არა, მე ის სულ ორჯერ ვნახე პირველად როცა კარი გავუღე, თოვლისგან ერთიანად დასველებულიყო და შემცივნებულიც ჩანდა და მეორედ როცა სააბაზანოდან გამოსულს მისი ოთახი ვაჩვენე და სუფთა თეთრეულიც მივეცი, მერე კი ეს ამბავი  მოხდა.
რობერტმა თავი ჩაქინდრა და ჩურჩულით დაიწყო მოთქმა: “ეს რა დაგვემართა ეს რა დაგვემართაო”.
- კარგით რობერტ ჯერჯერობით თქვენთან მოვრჩით, დიდი მადლბა დახმარებისათვის. – წარმოსთქვა მიულერმა ხელების ფშვნეტით.
- შემიძლია წავიდე? – გამოცოცხლდა რობერტი.
- კიბატონო მიბრძანდით.
- გმადლობთ, დიდი მადლობა, ხომ იცით მე არაფერ შუაში ვარ მე უბრალო მსახური ვარ ბატონოჩემო. – სხაპასხუპით მიაყარა რობერტმა კერძო დეტექტივს და თან უკანსვლით კარისკენ დაიხია და რადგან თვალები კეფაზე არ ჰქონდა მოულოდნელად შემოსულ პოლკოვნიკ უოტსონსაც დაეჯახა.
- ეშმაკმა დალახვროს, რას ჩადიხართ?! – სიმწრისგან წამოიყვირა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც რობერტს უნებურად ფეხი დაეგა.
- მაპატიეთ მაპატიეთ – უკვე ღია კარიდან შემოიძახა რობერტმა და მსწრაფლ მიიმალა.
- ძალიან ჩაიხლართა საქმე უოტსონ, მე ვიტყოდი მეტისმეტადაც – მიმრთა ახალშემოსულს ბატონმა მიულერმა.
- ვერ დავიჯერებ რომ თქვენნაირი დიდი დეტექტივი ჩიხში შესულიყო. – თავი გადააქნია პოლკოვნიკმა უოტსონმა და იმ სკამზე მოკალათდა წეღან რომ რობერტი იჯდა.
- არა ჩიხამდე ჯერ საქმე არ მისულ, მაგრამ სახლის თითოეული მცხოვრები და სტუმარი გამოვკითხე და ძაფის გორგალის წვერს ჯერ ხელი ვერ ჩავავლე, ერთი მითხარით უოტსონ, იარაღი ხომ თან გაქვთ.
- იარაღი მე  მუდამ თან მაქვს. – ამ სიტყვებით პოლკოვნიკმა უოტსონმა თავის სამოქალაქო ტანისამოსის გულისჯიბიდან რევოლვერი ამოიღო.
- შეგიძლიათ რამდენიმე დღით დამითოთ?
- ასე სერიოზულადაა საქმე?
- ჯერ არა, მაგრამ შეიძლება იყოს, ხომ გატენილია? – უოტსონმა რევოლვერი მარჯვედ გადახსნა, დარწმუნდა რომ ყველა ტყვია დოლურაში იდო და მიულერს გაუწოდა.
- ზუსტად ისე როგორც ამერიკულ ფილმებშია. – შენიშნა მიულერმა და ოთახიდან გავიდა.

***
- ბიჭო მთელი წიგნის მოყოლას აპირებ?
- არა კარგად ყვება რა გინდა?!
- რას მეკაიფებით შეჩემა.
- არ გეკაიფები, ისე ყვები რო მგონია წიგნს ვკითხულობ, შენ არ გგონია?!
- კი კი მეც მგონია მაგრამ კეთილი ინებოს ამ ლიწერატორმა და აგვიხსნას რატომ გამოგვყარა სამსახურებიდან, რატომ მოგვყარა ამ ზაბეგალოვკაში და რატომ არ გვყიდულობს მეორე ბოთლ არაყს?ჰო და კიდე ადამიანური ენიტ გველაპარაკოს, წიგნის კითხვა სახლშიც მეყოფა
- კაი ჰო, ისა… დაიკო კიდე ერთი მოგვიტანე რა, ესეთი… მოკლედ რა ხდება ძმებო წავიკითხე ეს წიგნი თითქმის ბოლომდე…
- ერთი წუთი შეგაწყვეტინებ რა, მართლა მოგეწონა ეგ დეტექტივი?
- მაცალე! ჰოდა რას ვამბობდი ამომივარდა თავიდან, ა ჰო, მოკლედ წავიკითხე თითქმის ბოლომდე, გავიგე ვინ მოკლეს ვინ ცოცხალია ვის რა ბრალდება მარა აი ბოლო სცენა რო არი ხოლმე ხო იცი დეტექტივებში.
- კი მე ვიცი და ეს დებილია, მერე?
- ჰოდა აი ეგ ბოლო სცენა უნდა დაწყებულიყო ანუ მიულერი რომ ყველას დასვამს და ებაზრება რომ აიო სინამდვილეში ასე მოხდაო და დამნაშავე ესა და ეს არიო მაგ დროს ის ტიპი არ ჩავიდა მარშუტკიდან.
- აუ მივხვდი, დებილი ეს კი არა შენ ხარ! რა ჩავიდა, ვერ ჩაყევი?!
-  და რო ჩავყოლოდი რა წიგნი წამერთმია და გავქცეულიყავი?
- აბა რა უნდა გექნა? აუ ყვერი ხარ რა, მოდი ყვერებს გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს რა.
- ეე მომისმინეთ რა ბოლომდე, იმიტო არ მინდოდა არყის მოტანა.
- მოიცა დავლევ და გისმენ, აჰა გისმენ, მოიცა აუ ხინკალი გაგვიცხელეთ რა, და მენიუ მოგვიტანეთ რამეს დავამატებთ, ჰო გისმენთ
- შენც ხო მისმენ.
- გისმენ ჰო მეც გისმენ, ბიჭო ამას მგონი მართლა დებილი ვგონივარ ე.
- ჰოდა რა  ინდა გთხოვოთ მოდი ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.
- ანუ!
- ანუ გამოვიძიოთ რა.
- მოდი გაუმარჯოს შიზოფრენიკებს, ჩვენი ძმაკაცი შიზოფრენიკია მაგრამ მაგარი კაცია და თან ჩვენი ძმაკაცია, გაუმარჯოს შიზოფრენიკებს კარგად იყვნენ.
- გაუმარჯოს რა.
- ჰო კაი რა გაიბუტე!
- არ გავიბუტე
- აბა სამადლობელს რატომ არ სვამ?
- ეე დავაი რა.
- კაი ვთქვათ დავიწყეთ გამოძიება, მე ვიქნები შრელოკ ჰოლმსი, გენიალური დეტექტივი ეს იქნება დოქტორ უოტსონ, საშუალო მკითხველზე ოდნავ სულელი მაგრამ ერთგული და შენ ვინ იქნები, არტურ მაწ ივო კონან დოილ?
- ბიჭო არავინ არ ვიქნები პროსტა გამოვიძიოთ რა, ვერ დავიძინებ თუ ვერ გავიგე ვინაა მკვლელი, ჩემი ძმები არ ხართ?
- ჰო კაი ვცადოტ ოღონდ ერთიც დავლიოთ ედგარ პოს გაუმარჯოს.
- გაუმარჯოს რა.
- აბა რა გვაქვს მოკლედ ჩამომიყალიბე და ბეზ ხუდოჟესტვინნასწი რა შენი ჭირიმე.
- მოკლედ გვყავს დეტექტივი მიულერი, გვაყვს ამ დეტექტივის დამხმარე პოლკოვნიკი უოტსონი.
- რა ნაცნობი გვარია.
გვყავს, კი არადა გვაქვს ორი გვამი ერტი სერ სომერვილისა რომელსაც იარაღი უპოვეს ხელში და შუბლი აქვს გახვრეტილი
- რომელ ხელში?
- მარცხენა ხელში და ამან დააეჭვა მიულერი რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო.
- თხუპნია ყოფილა ეგ შენი მიულერი, სომერვილი ცაცია იყო, ეს მკვლელმაც იცოდა და მაგიტომ ჩაუდო რევოლვერი მარცხენა ხელში.
- ორი კითხვა.
- სპრშივაიწე ვატსონ.
- საიდან ვიციტ რომ სომერვილი ცაცია იყო? და საიდან ვიცით რომ ის მოკლულია და არა თავი მოიკლა?
- ცაცია რომ იყო იქიდან ვიცით რომ ჩვენმა ძვირფასმა არტურმა თხრობის დასაწყისში გვამცნო რომ სომერვილს ბრენდით სავსე ჭიქა, ისე რა საინტერესოა რატომ არ იცოდა არისტოკრატმა სერ სომერვილმა რომ ბრენდით ჭიქას არ ავსებენ, ნუ კაი ამაზე მერე, სწორედ რომ მარცხენა ხელში ეჭირა, საიდან ვიცით რომ სომერვილი მოკლულუია?ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს ეს ჩემი ინტუიციაა, მაგრამ არ იდარდოთ ჩემო მეგობრებო არც ერთი დასკვნა ჩემს ინტუიციაზე დაყრდნობით არ იქნება გამოტანილი ყველაფერს დავასაბუთებ განაგრძეთ, კონან ვარვარ თუ ვინც ხართ.
- და მეორე გვამი რომელიც სომერვილის გვერდით ეგდო, მაგრამ მერე საერტოდაც გაქრა.
- ვის ეკუთვნოდა მეორე გვამი?
- ა ჰო ეგ მნიშვნელოვანია, მეორე გვამი ეკუთვნოდა სახლში შემთხვევით შემოხეტებულ კაცს, რომელიც საღამოს ჟამს მოვიდა, განაცახადა რომ გზა აებნა ქარბუქში, რამდენიმე მილის იქით მანქანა გაუფუჭდა და ფეხით მოადგა მისის ლარსონის სახლს.
- მერე?
- რა მერე?
- რა რა მერე აქ ყველაზე მთავარია ეს კაცი რომ დაინახეს ვის რა რეაქცია ქონდა.
- ა ჰო, ნუ რავიცი, მიულერს რა თქმა უნდა არავითარი, მისის ლარსონმა მსახხურებს უბრაძანა სუფთა თეთრეული და აბაზანა გაუმზადეთო, ოღონდ ჩვეულებრივზე მკაცრად გამოუვიდაო, მისტერ ზელვეგერი ოთახიდან გავიდა ახლავე დავბრუნდებიო, სერ სომერვილმა ახალმოკიდებული ჩიბუხიდან თუთუნი გამოყარა და თავიდან გატენაო, მის ჰადსონი კარგ ხასიატზე დადგაო, მის დორიგანი? ჰო მის დორიგანიც გავიდა თითქმის მაშინვე როგორც კი მისტერ ზელვეგერი გავიდა.
- აჰა ნუ გასაგებია, საკმაოდ პრიმიტიულია ეს ყველაფერი, ახლა უყურე, მის დორიგანი და მისტერ ზელვეგერი საყვარლები არიან და ზელვეგერმა არეულობით ისარგებლა და დორიგანი დაიმარტოხელა, მის ჰადსონი მაცდური ქალიაო ანუ ლილიტის პონტში
- ლილიტი ვინაა?
- ლილიტი ვინაა ძვირფასო უოტსონ და… მოკლედ მერე აგიხსნი ერთი ნაშაა რა. ამიტომაც გაუხარდა ახალი მამაკაცის გამოჩენა სახლში, მისის ლარსონის სიმკაცრე უთუოდ დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენამ გამოიწვია, ხო იცი არა ინგლისი მონარქია კონსერვატიული სოციუმი. მოიცა პოლკოვნიკი უოტსონი გამოგვრჩა. პოლკოვნიკი უოტსონს რა რეაქცია ქონდა?
- ა ჰო პოლკოვნიკი უოტსონი სასადილო ოთახში არ იმყოფებოდა როგორც, მივხვდი ერთი საათით ადრე გავიდა თავი შეუძლოდ იგრძნოო, მგონი შაკიკი აწუხებდა.
- შაკიკი მშვენიერი დაავადებაა, არ დავლიოთ ერთიც? შაკიკზე გამახსენდა ჩვენს დედებს გაუმარჯოს.
- გაუმარჯოს.
- გაუმარჯოს.
- ვინ დაადასტურა გვამები რომ გვამები იყვნენ.
- უი, მაგაზე არაფერი ეწერა, მარა გული ქონდა გახვრეტილი იწვა თვალღია და არ სუნთქავდაო და…
- კარგი ჰო ეგ მწერლის შეცდომებია ეგ არ გვაინტერესებს, კიდევ რა გვაქვს?
- კიდევ გვყავს უამრავი ხალხი, ყველა ეჭვმიტანილია რადგან ორმაგი გასროლის მომენტში ყველა თავის ოთახში იყო, მიულერი თითქმის ბოლო მივიდა და რადგან ყველა უკვე შეკრებილიყო.
- მოკლედ როგორც ვთქვი ყველაფერი პრიმიტიულადაა თან ძალიან, ყველა ნიუანსი არ ვიცი მაგრამ რა გამოიკვეთა, ეს ჩვენი სომერვილი ნამეტანი მორწმუნე ყოფილა, და საგვარეულო აკლდამაში უნდოდა დაკრძალვა აქ იმალება სწორედ შურისძიების მთავარი დედაარსი, ის ჩვენი მისტერ ჯინგლზი, სწორად მახსოვს ხო, შემთხვევით არ მოხვედრილა ამ სახლში, იგი შურის საძიებლად იყო, ეს იცოდა სერ სომერვილმა რომ მას ვიღაც მოაკითხავდა და სწორედ ამ სახლში მოაკითხავდა ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე და ამიტომ დარდობდა რომ ვერ მიდიოდა, მაგრამ სერ სომერვილი ვერ წარმოიდგენდა რაოდენ სასტიკი შურისძიება ელოდა, მას ეგონა რომ უბრალოდ მკოლავდნენ, ის კი ისე მოკლეს რომ ყველას თვითმკვლელობა გონებოდა და თან მაინც კანტროლკის პონტში ვითომ სხვა კაციც მოკლა, აქედან გამომდინარე მას ვერსაოდეს დაასაფლავებენ საგვარეულო სასაფლაოზე ეკლესიის ეზოში, ეს იყო და ეს, ის გვამი რატომ გაქრა არ ვიცი მე გავედი, მეჩქარება. შენ რას იზამ დარჩები?
- არა გამოვდივარ მეც.
ორი გავიდა ერთი დარჩა, დარჩა რა, დავრჩი. აუ რა მიქნა ეს ამ ჩემისამ ძმაკაციც ასეთი უნდა, ამანდაში ჩამიფურთხა, ეს რა გამოძიება იყო? არადა ვიცი მართლა ეგრე იქნება როგორც ამან თქვა, თფუუ ფეხბურთის ანგარიშს რომ წინასწარ გეტყვიან ისე ვარ.
ამ ამბის შემდეგ სულ რამდენიმე დღე გავიდა, ცხელი ქალაქის დარბილებულ ქუჩებს მივუყვებოდი ნელი ნაბიჯით, ნაბიჯით იმიტომ რომ მარშუტკაში ცხოვრებაში აღარ ჩავჯდები და ნელით იმიტომ რომ არსად არ მეჩქარება, მემზესუმზირესთან მივედი გამყიდველი კი არა ენის გასატეხია.
- ოცი თეთრის.
მემზესუმზირემ ხელის მარჯვე მოძრაობით შავშავი მარცვლებით შეავსო ყველაზე პატარა ჭიქა რაც კი ადამიანის გონებას შეუქმნია და ქაღალდის პარკში ჩამიყარა. “ნაყინი უნდა მეყიდა” გავიფიქრე მე და პირველი შავბნელი მარცვალი გავკვნიტე, რბილმა და მძაღე გულმა ხასიათი გამიფუჭა. მთელი პარკი მზესუმზირა მოვისროლე, მაგრამ აქ მოხდა ის რასაც არავინ ელოდით, მე კი ველოდი, უფრო სწორად იმედი მქონდა, უფრო სწორად ვოცნებობდი ამაზე მაგრამ ვერსადოდეს წარმოვიდგენდი თუ ამისრულდებოდა, მიფრინავს ეს მზესუმზირიანი პარკი და სწორედ ისე როგორც ბოლოდროინდელ ამერიკულ ფილმებშია ხოლმე კადრი შენელდა, მაგრამ შენელებაც არის და შენელებაც – აშკარად ვხედავ რომ ფურცელი რომლისგანაც ეს ქაღალდის პარკი გაეკეთებინა უმშვენიერეს და უსათნოეს ქალბატონს, ძალიან ახლობელია ჩემთის, ძალიან ნაცნობი, ჩემი სულის ნაწილია ფაქტობრივად… ეს ხომ ჩემი ამანდაა…
მივვარდი, სასწრაფოდ გავშალე ქაღალდის პარკი და… ისაა კი ზემოთ აწერია ამანდა კლარა ბოილი, მეორე მხარეს კი ასევე ზემოთ “იდუმალი მკვლელობა”, იქვე ასფალტზე ჩავჯექი და ბოლო ორი გვერდის, უფრო სწორად გვერდნახევარის კითხვა დავიწყე.

***
არა, არც თქვენ ფროილაინ ჰადსონ თუმცა კი გქონდათ საკმაო მოტივი, მაგრამ არც იმდენად გულქვა ბრძანდებით რომ სერ სომერვილზე შურისძიებისათვის უდანაშაულო მისტერ ჯინგლზი მიგეყოლებინათ ზედ.
- მაშ ვისზე გაქვთ ეჭვი აღარ იტყვით?! – შესძახა მისტერ ზელვეგერმა.
- მკვლელი პოლკოვნიკი უოტსონია!
რა? რას ლაპარაკობთ აღშფოთების ხმები გასიმა აქეთ იქიდან.
- არ გაინძრეთ თორემ გესვრით! – შეძახა პოლკოვნიკმა, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და მიულერს მიუშვირა. – თქვენ ვერაფერს დამიმტკიცებთ.
- ყველაფერი ისედაც ნათელია უოტსონ, თქვენ გქონდათ მოტივი, თქვენ არ იყავით მაშინ იქ როცა სროლის ხმაზე ყველა შეიკრიბა, ოთახში შესვლისას კი ფანჯარა დაგვხვდა ღია, სერ სომერვილს საშინლად ეშინოდა გაცივებისა ამიტომ ის ფანჯარას ღიას არ დატოვებდა, ესე იგი ამ ღია ფანჯრიდან მკვლელი გადაძვრა. და მკვლელი გახლდათ ის ვინც ვერ მოასწრო სროლის ხმაზე დროულად მოსვლა, და ბოლოს თქვენ ერთადერთი ხართ ამ სახლში ვისაც რევოლვერი აქვს.
პოლკოვნიკმა უოტსონმა გადაიხარხარა, რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო სავარძელში მოხერხებულად მოკალთადა და მიულერს მიმართა.
- არ ვიცი შეიძლება თქვენთან გერმანიაში ასე ხდება მკვლელობების გამოძიება, მაგრამ ჩვენში საქმე სულ სხვაგვარადაა. რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ ბატონო მიულერ, ჯერ ერთი რად მინდოდა ფანჯრიდან გადახტომა, შემეძლო იქვე დავრჩენილიყავი და მეთამაშა თითქოს მეც სროლის ხმაზე გამოვედი, მეორეც ნუთუ არ გაგიჩნდათ კითხვა სად გაქრა გვამი და მესამე, რევოლვერი? – პოლკოვნიკმა კვლავ ამოიღო ჯიბიდან რევოლვერი, მეორე ჯიბიდან ცხვირსახოცი კარგად გააპრიალა იარაღი და ოთახის შუაგულში მოისროლა. – რევოლვერი ყველა ჩვენგანს შეიძლებოდა ჰქონოდა.

***
მიდი უოტსონ მიდი, ეს რა მაგარი ვინმე ყოფილა ე, სასწრაფოდ ამოვაბრუნე ამონახევი გვერდი და ღმერთო ჩემო…

***

“იდუმალი მკვლელობა” დიდი ბულგარელი მწერლის ამანდა კლარა ბოილის ბოლო და დაუსრულებელი დეტექტიური რომანია…

***

მოიცა რას ქვია დაუსრულებელი?! რა დაუსრულებელი?! ერთი ატჯერ მაინც გადავატრიალე ამონახევი გვერდი აქეთ იქით, მაგრამ ამაოდ დასასრული ვერსად აღმოვაჩინე. ბოლოსიტყვაობა გადავიკითხე რამდენჯერმე, იქნებ რამე მინიშნება იყოს მეთქი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ის შევიტყე, რომ ამანდა სამოცდაათიან წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოფიაში, შესაბამისად ბურჟუაზიულ წყობას ამასხარავებდა და რომ რაღაც ბულგარული პრემიების ლაურეატიც კი იყო, არავითარი ვერსია როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო რომანი საერთოდ არავითარი. იმედი რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ჩაისახა, მოკვდა, იგი რეალობის რკინის ხელსაწყოებმა(არ ვიცი რას რაქვია)ნაწილნაწილ დაჩხეს და გულიდან ამომაცალეს. ეს რა მიქენი ამანდა?!

*** *** ***

პოეტი ვლადიმირ დოროვი ჩვეულებისამებრ გვიან ადგა, ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა. რადიო რომელიღაც პარტიული მუშაკის მოხსენებას გადმოსცემდა, ამინდი კი პირიქით მშვენიერი იყო და არაფერს ცუდს არ წინასწარმეტყველებდა.
- ბარბარა! – დაუძახა ვლადიმირმა ცოლს.
- რა იყო? – მოისმა ცოლის ხმა აბაზანიდან.
- ჩემი დეტექტივის ფინალი მოვიფიქრე.
- რა დეტექტივის? ისევ იმაზე ხარ ჩაციკლული? ქალის სახელით აპირებ გამოქვეყნებას?
- მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ?
- ვილაპარაკეთ კი, მაგრამ ვერაფერი გაგაებინე!
- ბარბარა, გაინტერესებს თუ არა?
- ჯერ მიპასუხე რა საჭიროა ეს მასკარადი?
- მილიონჯერ აგიხსენი, მე პოეტი ვარ და არა იაფფასიანი დეტექტივების ავტორი, ჩემი სახელით ვერ გამოვაქვეყნებ, ყველა მიცნობს, ყველა პატივს მცემს, არ შეიძლება დავუშვა რომ ვინმე მიხვდეს, ათასი ჩასაფრებული მელოდება, ოღონდ კი ფეხი წამიცდეს ამიტომ ჯობს თავი დავიზღვიო და ქალის ფსევდონიმიტ გამოვაქვეყნო.
- და ეს სახელი საიდან მოიგონე ამანდა კლარა?ღმერთო ჩემო მე ვარ ამანდა კლარას ცოლი!
- ამანდა და კლარა ერქვათ ბებიაჩემის დებს, მაგათი გაზრდილი ვარ ფაქტობრივად.
- შენ ჩემი საერთოდ არ გესმის, ჩემი გრძნობები ფეხებზე გკიდია
- რა დროს შენი გრძნობებია ბარბარა?მისმინე რა გენიალური ფინალი მოვიფიქრე.
- წავალ შენგან!
- ვერსადაც ვერ წახვალ იმიტომ რომ იცი, რომ წახვიდე მოვკვდები, ეს კი უკვე მკვლელობა იქნება. – გაიღიმა ვლადიმერმა.
ბარბარა ოთახიდან გავიდა.
ვლადიმერმა ნახევრად ყვირილით დაიწყო:
- მოკლედ გიყვები, ნამდვილი მკვლელი პოლკოვნიკი უოტსონია, ის სინამდვილეში პოლკოვნიკიც კი არ არის ის მსახიობია, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, სომერვილიც ვერ ხვდება, რადგან იგი გრიმშია, და უკვე რამდენიმე წელია ამათთან არის და რადგან ის მსახიობია არ უჭირს გარდასახვა ხვდები ბარბარა? ჰოდა ის მისტერ ჯინგლზი, ვითომ რომ გზა აებნა, ასევე პოლკოვნიკი იყო სწორედ ამიტომ არ იყო იგი ოთახში როცა ჯინგლზი გამოჩნდა, გაიგე? თავის ტკივილი მოიმიზეზა თავის ოთახში ავიდა, გრიმი გაიკეთა, ფანჯრიდან გადაძვრა და კარს გარედან მოადგა, მერე მკვლელობა რომ ჩაიდინა იქაც ვითომ თვითონაც მოკვდა და მაგიტომაც არც იმ ხალხში არ ჩანდა, არადა იქვე ეგდო, ესეც შენი გვამის გაუჩინარების მიზეზი, ა ხო მაგარია ბარბარა?
საძინებლიდან ბარბარა გამოვიდა, ხელში ჩემოდანი თვალებში კი იმედგაცრუება და სევდა ჰქონდა.
- მე წავედი ვლადიმირ! – თქვა ბარბარამ.
და წავიდა.

არტური

არტური ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან უცნაური კაცი იყო, მეორეც იმიტომ, რომ არტურს საერთოდ არ ყავდა მეგობარი, მესამე იმიტომ, რომ ყოველთვის სველი თეთრეულის სუნი ასდიოდა და ასე შემდეგ მეექვსე, მეშვიდე, მერვე და სადღაც მეათე თუ მეთერთმეტე იმიტომ რომ არტური ერქვა. მეგობარი არ იყო, მაგრამ კარგ გამარჯობას არასოდეს ვამადლიდი და სამსახურიდან გასვლის წინ ნახვამდისაც ვეუბნებოდი თუ მაინცდამაინც თვალში მოვხვდებოდი. სხვები ამასაც არ აკეთებდნე, თუმცა რომ გითხრათ ეს არტურს დიდად ადარდებდა, ან ჩემი ნახვამდისები დიდად ახალისებდა მეთქი რა თქმა უნდა მოგატყუებთ, მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ თქვენი მოტყუება არაფრად მიღირს.
არტურს რაც შეეხება, ორმოციოდე წლის მარტოხელა მამაკაცი გახლდათ. მისი გარეგნობა იმედის ნატამალსაც არ იძლეოდა რომ იგი ოდესმე არ იქნებოდა მარტოხელა, ან წარსულში ან მომავალში. მაღალი, მეტისმეტად გამხდარი, ძალიან სათვალიანი, დიდი ცხვირით და მეჩხერი წითური თმით, ოდნავ მოჭუტული, ზედმეტად ბაცი, ცისფერი თვალებითა და საშინელი კბილებით, აი ასეთი იყო არტურს გარეგანი სამყარო, შინაგანი კი არავინ იცოდა. ყოველ დილით ზუსტად ცხრა საათზე მოვიდოდა სამსახურში, საკუთარ საქმეს გააკეთებდა, შესვენებაზე ყაბაყის სენდვიჩს შეჭამდა და საღამოს სახლისკენ მიდიოდა. რატომღაც წარმოდგენილი მქონდა არტურის სახლი, პატარა, ნაცრისფერი, მუდმივად ჩაბნელებული, ერთადერთი ნათელი – ტელევიზორის მოცისფრო – მოვერცხლისფრო ციალი ფანჯრებზე. ან შეიძლება ტელევიზორიც არ ჰქონდა არტურს, თუ ჰქონდა კიდე, ალბათ, ძველი და დიდი ხნის წინ გაფუჭებული.
დიდხანს ვფიქრობდი რით ცხოვრობდა არტური, რით ერთობოდა, რა აბრაზებდა ან რა ახარებდა და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე, ანუ მოვიფიქრე რომ არტური არც არაფრით ცხოვრობდა არც არაფერი ართობდა, არც ახარებდა და მით უმეტეს არც აბრაზებდა და საერთოდ, რომ არა სამსახური არტური ალბათ თავს მოიკლავდა.
იმ დღესაც, ნუ რომელიმე დღეს, არტური ჩვეულებისამებრ ცხრა საათზე მოვიდა სამსაურში, დაიკავა თავისი კუთვნილი ერთნახევარი კვადრატული მეტრი და თავი უზარმაზარ დავთარში ჩარგო. მივიხედ-მოვიხედე, ყველა საქმეში იყო ჩაფლული ყურადღებასაც არავინ მოგვაქცევდა მე და არტურს, შესაბამისად არც დამცინებდა არავინ, ნახეთ ნახეთ ვის ელაპარაკებაო, ამიტომაც გავბედე და არტურთან მივედი.
-    გამარჯობა
არტური ძლივს შესამჩნევად შეკრთა, ამომხედა, მერე მიმოიხედა, როგორც მე რამდენიმე წამის წინ და თავი ისევ დავთარში ჩარგო
-    გაგიმარჯოს – ამომძახა ყველაზე უსიამოვნო ხმით რაც კი ოდესმე გაგიგიათ
-    დღეს სამსახურის მერე რას აკეთებ?
აშკარად შევატყვე რომ კითხვა შეწყვიტა, თითები რომლითაც დავთრის კიდეებს ჩაფრედნოდა, გაუწითლდა, თუმცა თავს ზემოთ არაფრის დიდებით არ წევდა
-    არ გინდა საღამოს გავიდეთ სადმე ლუდი დავლიოთ? – არ მჯერა რომ მე ამას არტურს ვეუბნები
-    არ ვსვამ – უუფ ამოვისუნთქე გუნებაში
-    სადმე სხვაგან წავიდეთ… კინოში მაგალითად – მგონი შეშლილი ვარ
-    არ მიყვარს კინო… – წაიდუდუნა არტურმა და კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე შვებით
მივხვდი საუბრის გარძელებას აზრი აღარ ჰქონდა და იმასაც მივხვდი რომ ჩემი ვარაუდი, რომ არა ეს სამსახური არტური დიდი ხნის მკვდარი იქნებოდამეთქი, კიდევ უფრო გამიმყარდებოდა.
იმ დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა, შესვენებაზე არტურმა ყაბაყის სენდვიჩი ჭამა, მერე თავი ისევ უზარმაზარ დავთარში ჩარგო და საღამოს ექვს საატამდე არც განძრეულა. ერთი ეგ იყო, როცა დგებოდა და პარალელურად თავის რუხ პიჯაკს იცვამდა, მომეჩვენა თითქოს წამის მეასედითა და თვალის კუთხით ჩემსკენ გამოიხედა.
სახლისაკენ ცუდ ხასიათზე წავედი, მიზეზს, რომ გეკითხათ, ზუსტად ვერც გეტყოდით, შეიძლება წვიმის ბრალი იყო შეიძლება ცუდი წინათგრძნობის. სახლში მივედი, მაცივრიდან ბოლო ბოთლი ლუდი გამოვიღე, ბნელ ოთახში დივანზე დავჯექი და დავფიქრდი… დივანზევე გამეღვიძა, დილის ოთხი საათი იყო, ლუდის გაუხსნელი ბოთლი კი საღაც შეგორებულიყო. საწოლში გადავწექი, ცოტა ხნით ისევ არტური გამხსენდა, კიდე კაი სამსახური აქვს მეთქი გავიფიქრე და დავიძინე.
დილით სარკის წინ კბილებს რომ ვიხეხავდი მივხვდი რომ ზედმეტად სენტიმენტალური გავხდი, არტურზე, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო და გამაღიზიანებელ ადამიანზეც კი დავიწყე ზრუნვა, მერე პირში მოგროვილი წყალი გადმოვაფურთხე და სამსახურში წავედი. ათი წუთი დამაგვიანდა, დირექტორის მზერას ოსტატურად ავუარე გვერდი და ჩემს მაგიდასთან ისე დავჯექი თითქოს ერთი ათი წუთის მისული ვიყავი. ნხევარსაათიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი რომ ოთახში რაღაც ისე არ იყო როგორც იყო ხოლმე, ჟალუზი ადგილზე იყო, საათი ექვსი წუთით ჩამორჩებოდა რეალურ დროს, კედელზე მოლურჯო ლაქა გაკრულიყო… ჰმ არტური! არტურს არ ჰქონდა თავი ჩარგული უზარმაზარ დავთარში, მეტიც, არტური თავის მაგიდასთანაც კი არ იჯდა… იქნებ ავად გახდა, მაგრამ არტური ცხრა წელია ავად არ გამხდარა, ან პირიქით, ცხრა წელია სულ ავად იყო, მოკლედ მისი მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში არასდროს შეცვლილა და ვერაფრით გაიგებდი გამუდმებით ავად იყო თუ პირიქით არასდროს ხდებოდა ავად; იქნებ ტუალეტში გავიდა… არტური? წარმოუდგენელია! სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი არტური კი არ ჩანდა. შუადღისთვის, დაახლოებით იმ დროს, როცა არტური ყაბაყის სენდვიჩის უკანასკნელ ლუკმებს ღეჭავდა ხოლმე, გავბედე და ჩემს გვერდითმჯდომს ჩუმად გადავულაპარაკე
-    ე
გვერდით მჯდომმა თავიდან ვერ გაიგო ჩემი ჩუმი შეძახილი რადგან ყურსაცვამში ჩართულ მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უსმენდა
-    ე – გავკარი ხელი იდაყვზე
გვერდით მჯდომმა ყურსაცვამის ცალი მხარე გამოიძრო და მიმიკით მაგრძნობინა კითხვა რა გინდაო
-    ბიჭო, ეს არტური სადაა ე?
-    გაუშვეს ეგა – მიპასუხა გვერდით მჯდომმა და ყურსაცვამი ისევ ყურში დაიცო
ჯერ აზრზე ვერ მოვედი, ნუ გაუშვეს და გაუშვეს, მერე რა მოხდა, აქ ყოველთვე ვიღაცას უშვებენ სამსახურიდან, მერე დავფიქრდი: არტური გაუშვეს?! არტური რმელსაც სამსახურის გარდა არაფერი და არავინ ებადა… მე ხომ თავს მოვიკლავდი მის ადგილას, მე რომ არტურისნაირი მახინჯი, მარტოხელა და… და… ნუ მოკლედ არტური ვყოფილიყავი, თანაც უსამსახურო, ხომ იმავე საღამოს მოვიკლავდი თავს როგორც კი აღმოვაჩენდი არტური ვარ მეთქი და არტური რას იზამს, არტურიც მოიკლავს თავს, არტურმა ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია იცის რომ არტურია.
სამუშაო დღე უცებ ჩამთავრდა, სამსახურიდან როგორც ყოველთვის დაღლილი და როგორც არასდროს აფორიაქებული გამოვედი. კაფეში შევიარე, სამი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი შევჭამე, მერე სათამაშოების მაღაზია დავათვალიერე, მერე ავტობუსზე დავჯექი და წრეზე გავყევი, მერე სახლში მივედი, შხაპი მივიღე და თან სულ ვფიქრობდი მაინც რანაირად მოიკლავს მეთქი თავს არტური, მისი ნატურიდან გამომდინარე წესით თავი უნდა ჩამოიხრჩოს, თუმცა საწამლავიც არაა გამორიცხული, ვენებისგადაჭრა არამგონია, არც იარაღი, გაზიც შეიძლება… წარმოვიდგინე კიდეც გაზის ღუმელში თავჩარგული არტური, ყველაზე მეტად ეგ მოუხდა, შეიძლება იმიტომ რომ იმ უზარმაზარ დავთარში თავჩარგული მახსოვდა მუდამ. როგორ ამომხედა იმ დღეს… არა მორჩა არტური უნდა გადავარჩინო! ეს რომ გავიფიქრე ჯერ კიდევ შხაპქვეშ ვიდექი, მაშინვე გამოვვარდი, ტელეფონის წიგნს ვეცი და არტურის გვარი მოვძებნე, არტურის გვარის ქალაქში სულ სამი მოსახლე აღმოჩნდა, გვარიც კი ისეთი ჰქონდა თვითმკვლელობისკენ გიბიძგებდა გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანს. პირველ ნომერზე დავრეკე
-    ალო
-    არტურს თხოვეთ
-    ვიის?
-    არტურს
-    ეგეთი არავინაა აქ
მეორე ნომერზე გადავრეკე, არავინ იღებდა. “ეს ხომ არ არის, ხომ არ დავაგვიანე?” ვფიქრობდი და ყურმილისაგან თავისუფალი ხელის ფრჩხილებს ვიკვნეტდი, როგორც იქნა ვიღაცამ აიღო და “ალო” იმ ნაცნობი, ყველაზე უსიამოვნო ხმით თქვა, რომილიც კი ოდესმე გაგიგიათ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არტურის ხმის გაგონება ასე გამახარებდა, ახსნის დრო არ იყო, სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი, ტელეფონების წიგნიდან საჭირო გვერდი ამოვხიე, ზუსტად ისე როგორც ფილმებშია ხოლმე და არტურის ნომრის გვერდით მითითებული მისამართისაკენ გავწიე.
არტურის სახლი დაახლოებით ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა, ოდესღაც თეთრი, მეზობლის აბეზარი ბავშვბის მიერ გაკეთებული დამცინავი წარწერებით აჭრელებული, მოუვლელი ეზოთი და ფანჯრებჩაბნელებული.
ერთხანს არტურის კართან გავიტრუნე, ვერ ვბედავდი შესვლას, ვფიქრობდი: ვაითუ უკვე მკვდარია, ვაითუ დავაგვიანე, რატომ ტელეფონით არ დაველაპარაკე მეთქი. თან სახლიდანაც ჩამიჩუმი არ ისმოდა რაც ეჭვებს მიძლიერებდა, ეჭვები კი თავის მხრივ ამ სახლიდან სადღაც არ ვიცი სად, ყოველ შემთხვევაში შორს მიმათრევდა და ვინ იცის რით დამთავრდებოდა ეს ჩემი შინაგანი ბრძოლა საკუთარ ეჭვებთან რომ არა რაღაც ფაჩუნი არტურის კარს მიღმიდან. ძლივს მოვასწარი ბუჩქსუკან გადახტომა, კარი გაიღო და სახლიდან არტური გამოვიდა, ფრთხილად მიმოიხედა, სახლის კარი ჩარაზა და  ქუჩას ქვემოთ დაუყვა, ანგარიშმიუცემლად მივყევი უკან “ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხალია” ამის გაფიქრებაც კი ვერ მოვახერხე ისეთ დაძაბულობას ვგრძნობდი გონებაში, ხელებში და სადღაც მუცლის ღრუშიც. ათიოდ წუთს ვსდიე არტურის სილუეტს ბოლოს მან მაღაზიაში შეუხვია მე კი ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან განვაგრძე თვალთვალი, კარგად არ ჩანდა რას ყიდულობდა არტური მაღაზიაში, სამაგიეროდ კარგად ჩანდა გამყიდველის შეწუხებული სახე და არტურის ჟღალი კეფა. ორ წუთში თვალთვალის ობიექტი მაღაზიიდან გამოვიდა, ხელში გამჭვირვალე, ცელოფნის პარკი ეჭირა შიგ კი საკმაოდ მსხვილი და გრძელი თოკი დაგრეხილიყო.
-    ესე იგი მაინც თავის ჩამოხრჩობა, ჰმ თვითმკვლელობის კლასიკაა – გავიფიქრე ჩემთვის და არტურს ახლა უკან, სახლისკენ გავყევი უჩუმრად.
გზადაგზა გეგმას ვსახავდი, უფრო სწორად საკუთარი თავით ვტკბებოდი, რომ წარმოვიდგენდი როგორ დაველოდებოდი სახლთან არტურის ჩამოკონწიალებას ერთი ათიოდ წუთი, როგორ შევამტვრევდი კარს, თოკს გადავჭრიდი სამზარეულოს დანით, ჩამოვხსნიდი საბრალო არტურს, შესაშური დემაგოგიით ავუხსნიდი რომ თავის მოკვლაში არ არის გამოსავალი და ვალმოხდილი და ამაყი, იმით რომ მე შევძელი სიკვდილს გადამერჩინა ადამიანი რომელიც მსოფლიოში არავის უყვარს და ცოცხალი იქნება თუ მკვდარი არც მე და არც სხვა ყველას არ აინტერესებს, წავიდოდი სახლში.
ამ ფიქრებში გართული საკუთარი თავი არტურის მინიატურული ეზოს მისადგომებთან აღმოვაჩინე. თავად არტური სახლში შესულიყო, ალბათ უკვე ყულფს აკეთებდა თოკით და მოახლოებული სიკვდილისათვის ემზადებოდა. საათს დავხედე ოცდაერთი და ორმოცდაშვიდი იყო. ოცდაერთზე და ორმოცდაჩვიდმეტზე კარი უნდა შევამტვრიო… დრო ბანალურად ნელა გადიოდა, საათზე დახედვა საშუალოდ ყოველ წუთნახევარში ერთხელ მიწევდა… ვეღარ მოვითმინე და ზუსტად ოცდაერთ საათსა და ორმოცდათხუთმეტ წუთზე არტურის კარი მეორე ცდაზე შევამტვრიე. სამზარეულოს გუმანით მივაგენი, ყველაზე დიდ დანას დავავლე ხელი და ოთხებში სირბილს მოვყევი, დავრბოდი და თან ვყვიროდი: არტურ! არტუურ!!!
არტურს ტუალეტში მივაგენი, უნიტაზზე იჯდა ხელში ყაბაყის ნახევრადშეჭმული სენდვიჩი ეჭირა და ძალიან შეშინებული მიყურებდა.
-    აქ რატომ ხარ? – გამიკვირდა გულწრფელად
-    ტუალეტში მომინდა და…
-    რა ტუალეტში? თვითმკვლელობის წინ ვინ დადის ტუალეტში, ან საჭმელს ვინ ჭამს?
არტურმა ისეთი დოზის დაბნეულობით შემომხედა მაშინვე მივხვდი თავის მოკვლაზე ცხოვრებაში არ ეფიქრა, ამას კი მივხვდი მაგრამ სხვა ყველაფერი ამერია, რატომ არ უფიქრია თვითმკვლელობაზე? რა აზრი აქვს მის ცხოვრებას? რისთვის აგრძელებს სიცოცხლეს? ვუყურებდი არტურის თითქმის გამჭვირვალე თვალებს და თავში ეს კითხვები მიტრიალებდა.
-    არტურ, მომისმინე არტურ, შენ ხო არავინ გყავს ვისაც უყვარხარ ან ვინც გიყვარს? – ვგრძონბდი რომ მოულოდნელობისაგან უცნაური კითხვები მიჩნდებოდა და ვსვამდი კიდეც
-    არა… – არტურმა შიშისაგან და დაბნეულობისაგან ყაბაყის სენდვიჩი ჩაკბიჩა.
-    რამე ჰობი გაქვს, ან კინო, ან მხატვრობა ან წიგნები ან მარკებს თუ აგროვებ?! მიპასუხე!
-    არა – არტურმა ნახევრად დაღეჭილი ლუკმა გადაყლაპა
-    ანუ ერთადერთი რითიც ცხოვრობდი ხო ეს შენი სამსახური იყო არტურ?!
-    კი
-    მერე რო გამოგაგდეს იმ სამსახურიდან შენმა ცხოვრებამ აზრი არ დაკარგა?!
-    აარა…
-    თოკი ხომ იყიდე თავის ჩამოსახრჩობად?!
-    არა უკანა კარი მივაბი კედელს თორე ქარის დროს იქცეოდა ხოლმე.
-    სახლიც საშინელი გაქვს, გული არ გერევა აქ რომ იღვიძებ ხოლმე?
-    რავიცი, არა…
ვერაფერს ვხვდებოდი, არტურს თვალს ვერ ვუსწორებდი, კითხვების ნიაღვარსაც ვერ ვუმკლავდებოდი
-    სკოლაში ხომ დაგცინოდა ყველა?
-    ახლაც დამცინიან… ტელეფონზე მირეკავენ ყოველდღე და მაგინებენ ხოლმე
-    ამიხსენი არტურ, თუ ამ ცხოვრებაში არავინ გიყვარს თუ არავის უყვარხარ, არც რამე საქმე გიყვარს, ტელევიზორიც კი არ გაქვს, გაზეთებსაც არ კითხულობ, ძაღლი არ გყავს…
-    ალერგიული ვარ და…
-    ჩუმად! რა ჯანდაბის აზრი აქვს შენს ცხოვრებას?! – უკვე ყვრილზე გადავედი
არტური დაფიქრდა, სულ რამდენიმე წამით დაფიქრდა მერე ისევე შემომხედა როგორც მაშინ, სამსახურში და წაილუღლუღა.
-    რავიცი… ვცხოვრობ
-    აჰ ცხოვრობ არა?! ცხოვრობ ხო?! ისე უბრალოდ ხო?! არაფერი არ გჭირდება არა?! ყველა ფეხებზე გკიდია ხო?! ხო ხედავ რომ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს მოიკალი რა თავი მოიკალი შენი!!! მეც უნდა ვცხოვრობდე ამ ქვეყნად და შენც? მე რომელიც ვწვალობ რომ ყველას დავუმტკიცო რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს, ვიღაცეები მიყვარს, ვიღაცეები მძულს, ყოველ პარასკევს ბილიარდს და ყოველ მეორე შაბათს ბოულინგს ვთამაშობ მეგობრებთან ერთად, ნათესავების ბავშვებს ვეფერები, უპატრონო ძაღლებს ვპატრონობ და კიდევ ათას სისულელეს ვაკეთებ და შენ რომელიც არაფერს აკეთებ იმისათვის რომ იცხოვრო, რომ შენი ცხოვრება რამისთვის ღირდეს? რატომ არ იკლავ თავს, რატომ??? ა?! მიპასუხე?! მიპასუხეეე!!!
ამ სიტყვებით მეთორმეტე ჭრილობა მივაყენე არტურის უკვე მკვდარ სხეულს, მერე დავჯექი საშინლად ბინძურ იატაკზე, გასისხლიანებული დანა შორს მოვისროლე, არტურის ნარჩენი ყაბაყის სენდვიჩი ავიღე, ჩავკბიჩე და პოლიციას დაველოდე.
ერთადერთი რასაც პოლიციელების კითხვებს ვპასუხობდი იყო: ყაბაყის სენდვიჩს საშინელი გემო აქვს… ყაბაყის სენდვიჩი საზიზღრობაა

ავტობუსში

საკმაოდ მონჯღრეული ავტობუსი დილის თბილისის ქუჩებს რაც შეეძლო სწრაფად ანუ ნელა მიუყვებოდა. ხალხით გაჭედილ სალონში ჩაის სუნი იდგა და დილის კვალობაზე საკმაოდაც ცხელოდა. მძღოლმა კარები გააღო და რუსთაველზეც* გაუხვია. ავტობუსის მარჯვენა მხარეს მსხდომმა მგზავრებმა თითქმის სინქრონულად გადაიწერეს პირჯვარი, მარცხნივ მსხდომთაგან მხოლოდ ავტობუსის მძღოლმა – შეჰკრა ცერა, ნეკა და არათითები (დანარჩენ ორ თითში სიგარეტი ეჭირა და მათ ამ წმინდა საქმეში ვერ ჩარევდა) ქაშუეთს** გახედა და ჩვეული მოძრაობა, შუბლი, გულისკოვზი, მარჯვენა მხარი, მარცხენა მხარი სამჯერ ზედიზედ გაიმეორა.
- დაკეტე რა კარი უბერავს. – დაიძახა შუა ადგილებიდან ვიღაცამ.
დანარჩენებმა ბრაზნარევი გაკვირვებით გახდეს შუა ადგილებს, მაგრამ ვინაიდან ვერ აღმოაჩინეს ამ სიტყვების წამომძახებელი, სკანდალი ცოტა ხნით გადაიდო, სამაგიეროდ მძღოლმა მორჩილად დახურა ორივე კარი და სიგარეტის კვამლი ფანჯრიდან გააბოლქვა.
ავტობუსის შიგთავსი დადუმდა, გვერდიგვერდ მსხდომი ნაცნობებიღა თუ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს, თავად ავტობუსი კი ჯიუტად განაგრძობდა ღმუილს და მოძრაობას, არ ნებდებოდა გარდაუვალ სიკვდილს.
ჩათავდა რუსთაველი, კოსტავა***, გმირთა მოედანი**** და ის-ის იყო ცირკის ავადსახსენებელი მიმდებარე ტერიტორია***** გამოჩნდა, რომ მიწყნარებულ ავტობუსში დარჩენილი მცირე სივრცე რომელიღაც მგზავრის ყვირილმა გაჰკვეთა:
- გააჩერე, ვიღაცამ ფული ამომაცალა, ბანკის ფული მქონდა, ხალხო და ვიღაცამ მომპარა, არ გააჩეროოო!!!
მგზავრები აღელდნენ, აჩოჩქოლდნენ.
- რას ჰქვია არ გააჩერო?! – აყვირდა წინა სკამზე ვიღაც ქალბატონი – ბავშვს სკოლაში აგვიანდება. – და კალთაში მჯდომ თხუთმეტიოდე წლის ბიჭზე მიუთითა დანარჩენებს.
ავტობუსი გაჩერდა.
- კარი არ გააღო!!! – იკივლა ვიღაცამ უკანა რიგებიდან. ყველამ უკან გაიხედა, ხალხში გზას დაბალი, გამხდარი, მელოტი და ისეთი შავგვრემანი კაცი მოიკვლევდა ჩვენში რომ მურთხს ეტყვიან, ერთი ეგ იყო ულვაში არ ქონდა თორემ ზედ გამოჭრილი რომელიღაც კერძო დეტექტივი იყო. – არ გააღოთ მეთქი – განაგრძობდა კივილს დაბალი მელოტი.
- რას ჰქვია არ გააღოთ?! ბავშვს სკოლაში აგვიანდება. – დაიწყო ისევ ბავშვიანმა ქალმა.
- სკოლა მოიცდის, კაცს კიდე ფული მოპარეს! – გააწყვეტინა მელოტმა ქალს და თან თვალებში ჩახედა, ქალმა თავი გვერდზე მიაბრუნა და კალთაში მჯდომ ბიჭს რატომღაც კეფაში წაუთაქა.
- მაგ ქალის მოპარულია – გადაულაპარაკა შუა ადგილზე მჯდომმა მეზობელს.
- ავტობუსიდან ვერავინ ჩავა სანამ არ გავრკვევთ ვინ მოპარა აემ პატიოსან კაცს ფული – განაგრძო გამოძიება მელოტმა.
- ბანკის ფული – დააზუსტა გაქურდულმა, და თან მგზავრებს კიდევ ერთხელ თვალი მოავლო იქნებ ქურდი ამოვიცნოო.
- ჰო, ბანკის ფული – დაადასტურა მელოტმა და კვლავ განაგრძო – ამიტომ კარი არ გაიღება, თუ შეიძლება პანიკის გარეშე.
თუმცა პანიკას არც არავინ აპირებდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არავინ იმჩნევდა და შესაბამისად გამოძიებაც მცირედად შეფერხდა და შეიძლება საერთოდაც კრახით დასრულებულიყო ისევ ნაცნობ ხმას რომ არ გაეკვეთა სივრცე.
- აგერ ამან მომპარა – ყვიროდა გაქურდული თან ავტობუსის წინა კართანა ატუზული ქერა მამაკაცის მაჯა ჩაებღუჯა ორივე ხელით.
- რა მოგპარე კაცო? – ჩაიბურდღუნა ქერამ და ხელის გათავსუფლება სცადა – არაფერი არ მომიპარავს.
- აბა ხელში რა გიჭირავს? – ჩაეკითხა გაქურდული.
- არაფერი არ მიჭირავს.
- როგორ არ გიჭირავს?
- გვაჩვენე ხელები ახალგაზრდავ! – საუბარში მელოტი ჩაერთო.
- მაგის მოპარულია – გადაულაპარაკა შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს.
ქერა ახალგაზრდამ მარცხენა ხელი ამოუტრიალა, იქ არაფერი ჰქონდა, ავტობუსმა სინქრონულად შეიცხადა, ზუსტად ისე როგორც ამერიკულ ფილმებშია ხოლმე.
- მეორე ხელიც გვაჩვენე – დინჯად განაგრძო მელოტმა. ქერამ მეორე ხელიც გაშალა და იქიდან ხუთ ცალ ოცლარიანს გამოაჭყიტა. მელოტმა გამარჯვებული კაცის ღიმილითა და ორი თითით აართვა ქერას ხუთი ცალი ოცლარიანი, კარგად გაშალა და აღფრთოვანებულ პუბლიკას წარუდგინა, შემდეგ ისევ მიუბრუნდა თავჩაქინდრულ ქერას და მშვიდად ჰკითხა:
- საიდან ეს ფული ახალგაზრდავ?
- საბუთების ფულია, საბუთების გასაკეთებლად მივდიოდი.
- იტყუება რა საბუთები?აბა გვაჩვენე საბუთები. – უკვე მესამედ აყვირდა გაქურდული.
- რა საბუთები გაჩვენოთ არ მაქვს საბუთები. – დაიბნა ქერა.
- აჰაა, ხომ გამოგიჭირე, აბა საბუთების გასაკეთებლად მივდიოდიო, უხ შე დამპალო სად წაიღე დანარჩენი ორმოცი ლარი?! – ამ სიტყვებით გაქურდული ქერასკენ გაიწია და მისთვის თავში ჩარტყმა სცადა.
- აბა, აბა ეგეთები არ იყოს. – შესძახა მელოტმა – გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა.
- რას ჰქვია არ დამთავრებულა?! – ისევ ანერვიულდა ბავშვიანი ქალი – აღარ შეგვიშვებენ სკოლაში ,ჰო იპოვეთ ფული? გააღეთ ახლავე კარი!
- ჰო ვთქვი მაგ ქალის მოპარულია მეთქი – გადაულაპარაკა შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს.
- თუ შეიძლება თქვენი ჩანთა გვიბოძეთ. – ხელი გაუწოდა მელოტმა ბავშვიან ქალს. ქალი დაიბნა, არ ელოდა საქმის ამგვარ შემობრუნებას, მაგრამ ჩანთა მაინც მიაწოდა და თან ნერვიულობისგან ბავშვი გულში ჩაიკრა.
- უკაცრავად – მიმართა მელოტმა ერთ-ერთ მგზავრს – დროებით თქვენს ადგილს ხომ ვერ დაგვითმობდით?
მგზავრი მორჩილად ადგა და იქვე აიტუზა. მელოტმა გამოთავისუფლებულ სკამზე ამოაპირქვავა ქალის ჩანტა საიდანაც სანთებელა, სიგარეტი ემ ემის კოლოფი და მობილური ტელეფონის ალბათ ყველაზე ძველი მოდელი გადმოვარდა. ხალხმა ისევ შეიცხადა ამერიკული ფილმივით.
- თუ შეიძლება ბავშვი – კვლავ მიუბრუნდა მელოტი ქალს.ქალმა ბავშვიც გაუწოდა და ვეღარავინ ჩაიხუტა, ისე, უბრალოდ ნერვიულობდა.მელოტმა ბავშვს გაუღიმა და შარვლის ორივე ჯიბე ერთდროულად ამოუტრიალა, შემდეგ კიდევ ერთხელ მოირგო გამარჯვებული კაცის ღიმილი და მარცხენა ხელი ზეაღმართა. ყველამ ნათლად დაინახა ხუთი ოცლარიანი და ოთხი ათლარიანი კუპიურა მელოტის ხელში. ხალხმა კვლავ ამოიოხრა, ქალმა ტირილი დაიწყო.
- საიდან გაქვს შვილო ეს ფული? – ალერსიანად ჰკითხა მელოტმა ბავშვს.
- მამას მოვპარე დღეს დილით, ბიჭბის დაპატიჟება მინდოდა სახინკლეში. – ჩაილაპარაკა ბავშვმა.
- აი როგორ არა გრცხვენია?როგორ არა გრცხვენია რომ იტყუები – გაწიწმატდა გაქურდული – დედაშენმა ჩაგიდო ჰო ჯიბეში?
მელოტმა მკაცრად შეხედა გაქურდულს და მტკიცე ხმით უთხრა : – ხელს ნუ უშლით გამოძიებას! – შემდეგ ხალხს მიუბრუნდა და აუწყა – გვყავს ორი ეჭვმიტანილი, ვეჭვობ ჩვენი ძალებით გამოძიებას ბოლომდე ვერ მივიყვანთ, ამიტომ მე ახლა გავალ, პატრულს დავუძახებ, ნივთმტკიცებებსაც გადავცემ, თქვენ კი სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ავტობუსი არავის დაატოვებინოთ! გამიღე ერთი – მიუბრუნდა მძღოლს, რომელიც რა თქმა უნდა დაემორჩილა და წინა კარი გააღო. მელოტი კარში გაუჩინარდა.
ავტობუსში კვლავ სიწყნარე იყო, არავინ იღებდა ხმას ერთმანეთის თვალებში შეხედვისაც კი ერიდებოდათ. ერთაერთი ბავშვიანი ქალის სლუკუნი არღვევდა სიჩუმეს. გავიდა ათი წუთი ,მელოტი არ ჩანდა, კიდევ თხუთმეტი წუთი კვლავ არ გამოჩნდა მელოტი, ავტობუსი ნელ-ნელა ახმაურდა. გავიდა ნახევარი საათი არაფერი, ერთი საათი არაფერი.შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს გადაულაპარაკა: – მემგონი იმ მელოტმა ყველა მოგვატყუა.
და მართლაც , გავიდა ზუსტად იმდენი დრო რამდენიც საჭიროა იმსათვის რომ ყველამ , მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, იფიქროს: უი იმ კაცის მოპარული ყოფილა და ეს რა მარჯვე რამ მოუფიქრებია მასზე რომ ეჭვი არ აეღოთ თვითონ შეუდგა გამოძიებას და იმ ხალხის ფოლიც მიისაკუთრაო და ისტორიაც თითქოს აქ დასრულდა მაგრამ ხომ არიან ჰეფი ენდების მოყვარული მკითხველებიც, ჰოდა მოდი მათი სურვილიც გავითვალისწინოთ და განვაგრძოთ, მათ კი ვისა ცარ გიყვართ ჰეფი ენდები,გირჩევთ აქვე შეწყვიტოთ კითხვა და რამე სხვა უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმის კეთებას შეუდგეთ.
ჩვენ კი განვაგრძოთ.
გავიდა კიდევ ნახევარი საათი და ავტობუსს მელოტი კაცი მოადგა, მძღოლმა კარი გაუღო.
- რა ქენი, რა ქენი სად არის პატრული? – მიაყარეს მგზავრებმა.
მელოტმა ხელი მაღლა ასწია,ხალხს ანიშნა გაჩუმდითო და დაიწყო:
- ხალხო,ჩემო ძვირფასებო მე ბევრი ვიფიქრე, აქვე ტროტუარზე ჩამომჯდარი ვფიქრობდი, ნუთუ ჩემი საქმეა რაც აქ მოხდა? ნუთუ მე უბრალო თქვენნაირ მგზავრ, მაქვს უფლება ჩავერიო ამ საქმეში?ვინ ვარ მე?არც არავინ, მგზავრი, რომელსაც მგზავრობის ფულიც კი არ გადაუხდია.რა უფლებით ვწყვეთ მე ამ საბრალო ხალხის ბედი-ღბალს, შეხდეთ ამ ხალხს ,ამ ყმაწვილს, ამ ქალბატონს, ბავშვს ,ვის აქვს უფლება მათ პირად ცხოვრებაში თავისი ბინძური ხელები აფათუროს, ვის აქვს უფლება მათ სიცოცხლეში პატრული შემოიყვანოს?!არავის!არავის!არავის!!!
ხალხი გაოგნებული უსმენდა მელოტის მონოლოგს, არავის ხმის ამოღებაც არ გაუბედავს,თვით დაზარალებულსაც კი.ის კი არა და მელოტის სიტყვის დამთავრებისთანავე პირველი მან დაიწყო ტაშისცემა, შემდეგ ქალი და ბავშვიც აყვნენ და ბოლოს ყველა მგზავრი ფეხზე წამოდგა და მქუხარე ოვაციებით გააცილა მელოტი რომელიც თვალცრემლიანი ჩავიდა ავტობუსიდან შემდეგ უკან დაბრუნდა ქერას და ბავშვს თავიანთი ფულები დაუბრუნა უკანასკნელად დაუქნია მგზავრებს ხელი და საბოლოოდ წავიდა.
- მე ჩემს ფულს ამ კაცს ვაძლევ – განაცხადა ყველასათვის მოულოდნელად ქერა ყმაწვილმა – აქამდე უსაბუთოდ დავდიოდი აწიც არაფერი დამემართა.
კიდევ ერთხელ იქუხა ავტობუსმა,გაქურდული ქერას გადაეხვია,ბავშვიანმა ქალმა კვლავ ტირილი დაიწყო,შემდეგ ბავშვს ჯიბიდან ამოაცალა ორმოცი ლარი და გაქურდულს ჯიბეში ჩაუტენა
- ჩემი ქმარი მაინც სასმელში დახარჯავს ამ ფულს.
ყველამ გაიცინა.ტაშისკვრა არ ცხრებოდა.უეცრად შუა ადგილებიდან ყვირილი გაისმა:
- კი მაგრამ ფული ვინ მოიპარა არ გაინტერესებთ?! – სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა,ყველამ შუა ადგილებს გახედა,იქ კი შავებში ჩაცმული,ბრიოლინით თმაგადგლესილი ოციოდე წლის ყმაწვილი ფეხზე ამდგარიყო და ხალხს მიმართავდა. – არავის გაგიჩნდათ კითხვა,ვინ იყო ის ნაძირალა ვინც ამ პატიოსან კაცს ფული მოჰპარა?
- გვაინტერესებს,გვაინტერესებს – გაისმა ხალხისგან კანტიკუნტად.
- ჰოდა მე ვარ ეგ ნაძირალა – თქვა შავებში ჩაცმულმა ,მუქი სათვალე მოიხსნა,ჯიბიდან ფული ამოიღო, გაოგნებულ გაქურდულს ჯიბეში ჩაუკუჭა და ავტობუსიდან ჩავიდა.შემდეგ შუქნიშანზე მწვანის ანთებას დაელოდა, ჯერ მარცხნივ გაიხედა, მერე მარჯვნივ და ქუჩაზე გადავიდა თან ვიღაც მოხუც ქალბატონსაც დაეხმარა გადასვლაში.
ავტობუსი დაიძრა.ხალხი კმაყოფილი იყო.იმ დღეს ავტობუსის მძღოლმა მგზავრობის ფული არავის გადაახდევინა, ხოლო იმ ბავშვმა სკოლაში ხუთიანი მიიღო.

*რუსთაველი – აქ გამზირი თბილისში
**ქაშუეთი – ან ქვაშვეთი, მართლმადიდებლური ტაძარი რუსთაველის გამზირზე.
***კოსტავა – აქ გამზირი თბილისში
****გმირთა მოედანი – მოედანი თბილისში
*****ცირკის მიმდებარე ტერიტორია – თბილისის ცირკთან იკრიბებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები

მტრის არ მცნობი

ალბათ ყველას წაგიკითხავთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი “ბედნიერი ერი” და არამარტო წაგიკიტხავტ, ალბათ ბევრჯერ დანანებითაც გითქვამთ აიო ილიამ რა დაწერაო და მართალიც არიო, თუმცა გულის სიღრმეში თქვენს თავს ნაკლებად მიაკუთვნებდით იმ ხალხს ვისზეც ლექსში არის საუბარი, თუმცა ამაზე არ მინდა ახლა გელაპარაკოთ, ახლა მინდა თქვენი ძვირფასი ყურადღება ამ ლექსის ერთ ფრაზაზე შევაჩერო “მტრის არ მცნობი”, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როგორ, ჩვენ, ქართველები რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იმის გარდა არაფერ ვაკეთებდით რომ მტერს ვებრძოდით მტრის არ მცნობი რანაირად გამოვდივართო? გამოვდივარტ მეგობრებო გამოვდივართ. აკა მორჩილაძის ერთ წიგნში, რომელსაც “ძველი გულებისა და ხმლისა” ჰქვია ერთი საყურადღებო მომენტია(ამ კონკრეტულ შემთხვევაში საყურადრებ, ტორემ ისე წიგნი მთლიანად შესანიშნავია) ერტ თავში ავტორი მოგვითხრობს როგორ ხდებოდა ტყვეთა სყიდვა საქართველოში, გამტაცებელი ორი სამი იყო ხოლმეო, გატაცებული სადრაც ათამდე და არც ერტხელ არ დაფიქსირებულა შემთხვევა რიცხვობრივად მეტ გატაცებულს ან აჯანყება ეცადა, ან წინაარმდეგობა გაეწია გამტაცებლებისათვისო, ცოტატა რა თქმა უნდა ზუსტი არაა, მაგრამ შინაარსი ესაა. ესე იგი რა ხდება, ბრძოლებითა და თავისუფლებისმოყვარეობით განთქმული ქართველი კაცი არც ერთხელ არ ცდილა აჯანყებოდა მის მომტაცებელს რომელსაც იგი ასე ტკიბილი მშობლიური სალი კლდეებიდან სხვაგან, ძირითადად მტრულ ქვეყანაში მიჰყავდა? მეტიც, აკა მორჩილაძე წერს რომ უკან დაბრუნების ფაქტიც არ დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევაში გატაცებულები ზრდასრული ადამიანები იყვნენ და ზოგიერთი მათგანი დაოჯახებულიც კი. შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ეს ყველაფერი მწერალმა აკა მორჩილაძემ მხატვრული ეფექტის გასძლიერებლად მოიგონა, მაგრამ შეგახსენებთ რომ მწერალი აკა მორჩილაძე, იგივე ისტიორიკოსი გიორგი ახვლედიანია და მის ნაწერებში ხშირად შევხვდებით ისტორიულ ფაქტებს, ეს სწორედ ის შემთხვევაა. მე პირადად პრობლემა ის მგოინია რომ ქარტველი კაცო ბოლომდე ვერასოდეს აცნობიერებდა ვინ იყო მისი მტერი, ამის დასყურად ისიც გამოდგება რა ზეერთგულად ასრულებდნენ ქარტველი მეფეები და დიდებულები დამპყრობლის ამოცანებს, მხოლოდ ერთ მაგალითს გავიხსენებ, როგორ ააწიოკა სპარსეტის საამებლად გიორგი მეთრთმეტემ ავღანეთი, ისე რომ შაჰმა ისიც კი უთხრა ასეთი სისასტიკეც არ მითხოვიაო. მაშა რამ მოგვიყვანა აქამდე რა მანქანებიტ გადავრჩით? გაჩნდება ბუნებრივი კითხვა, გადავრჩიტ იმიტომ რომ პერიოდულად საქარტველოს ტერიტორიაზე ვიღაც იბადებოდა ხოლმე ვინც ქეჩოში წაავლებდა ერს ხელს და თბილი ჭაობიდან ძალით ამოათრევდა, საქმე ისაა რომ ასეტი ვიღაც მტელი ჩვენი ისტორიის მანძილზე 15-20 თუ იქნება, სავსებიტ საკმარისი რაოდენობა იმისატვის რომ აქამდე მოგვეღწია და აბსოლუტურად შეუფერებელი რაოდენობა იმისატვის რომ ახლა წესიერ ქვეყანაში გვეცხოვრა. რა ვითარება გვაქვს ახლა? რა და ზუსტად იგივე, მტერი კარს გვყავს მომდგარი ჩვენ კი ვერ ვცნობთ, მტრის კეთილ მხარეს ვეძებთ, მტერტან გატარებულ კარგ წლებს ვიხსენებთ და ხშირად ვაღიარებთრ რომ ეს მტერი, რომელმაც მიწებიც წაგვარტვა, მშვიდობიანი მოსახლეობაც დაგვიხოცა, ჩვენი ტანამოქალაქეებიც გამოყარა საკუთარი სახლებიდან, მთლად მტერიც არ არის და რომ დაუკვირდე საერთოდაც მოყვარეა, ერთმორწმუნეა და ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი უნდა.
მტრის არმცნობი რომ ვარტ ეგ ასე თუ ისე გაირკვა, აი რატომ ვარტ ეს არის საინტერესო, ნებისმიერი არსება ხომ ებრძვის მტერს, ქურციკი რომ ქურციკია რომ ხვდება ლომს ვეღარ გავექცევიო შეიძლება რქაც გაიქნიოს თავდასაცავად, ასეთია ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამას ვერაფერს უზამ… მაშა რა გამოდის მართლაც უნიკალური ერი ვართ? მარტლა გვიყვარს მტერი ჩვენი ვიტარცა მოყვასი ჩვენი? უკაცრავად კალამბურისატვის და მეტი არაა ჩემი მტერი ჩვენ ჩვენი მტერი გვიყვარდეს, უბრალოდ რადგან ქვეყნის ისტორიში ნებისმიერი მტერი დამპყორებელია ხოლმე დამპყრობელს კი მრავალ უბედურებასთან ერთად თან მოაქვს პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის თავის მხრებზე გადატანა, წარმოიდგინეთ თქვენ თითქმის არაფრის კეთება არ გიწევთ, ცოტას წაიმუშავებ და საჭმელი გაქვს სასმელი გაქვს ის კი არადა შეგიძლია მორიგი დამპყრობლის დედაქალაქში ჩახვიდე და იქაურ ქალებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინო(რაღა თქმა უნდა თუ მამაკაცი ხარ, პასდუხისმგებლობის ხომ მამაკაცებს უფრო გვესინია) ასე რომ დაპყრობილ მდგომარეობაში ქართველი თავს კომფორტულად გრძნობს, ისევ და ისევ იმ რამდენიმე პიროვნების გარდა რომელიც მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ერის ჭაობიდან ამოთრევას ლამობდა ხოლმე. ეს გამოცდილება, ანუ დაპყრობილის კომფორტი, შეიძლება წლების განმავლობაში მოვიდა, შეიძლება თავიდანვე იყო კოდირებული ჩვენს დნმ-ში და დავით აღმაშენებლის, ან გნებავთ, გიორგი ბრწყინვალეს ფენომენი უბრალოდ გენური მუტაციის შედეგია… არ ვიცი ამ საკიტხს საფუძვლიანი გამოკვლევა ჭირდება და ბოლოს ალბათ იტყვით კი მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ამერიკასაც დამპყრობელს უწოდებს და ამავდროულად არაფრიტ უნდა დანებებაო, თუკი ეს ხალხი თავს კომფორტულად გრძნობს დაპყრობილ მდგომარეობაში ამერიკას რად ვერ ეგუებიანო, საქმე ის გახლვტ, რომ ამერიკა ისეტი დამპყრობელია, თუკი არის საერთოდ დამპყრობელი, რმელიც დაპყრობილის პასუხისმგებლობებს თავის თავზე არ ირებს, მეტიც მოდის და გეუბნება საქმე აკეთე, შექმენი შენი სახელმწიფო შენი ხელიტ და მერე ვიქნები შენი მეგობარიო… აბა გვინდა ჩვენ ასეტი დამპყრობელი? რა ჯანდაბად გვინდა?!

კოკა კოლა

კოკაკოლასთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მე ის მიყვარს მიუხედავად იმისა რომ  საწამლავია, მჟავაა, ვნებს ნარვლის ბუშტს, კუჭს, გამოდევნის კალციუმს ძვლებიდა, მისით რეცხავენ აბაზანებს და ასე შემდეგ. და მე მარტო არ ვარ 200 ქვეყანაში წელიწადში 400 მილიარდი ქილა კოკა კოლა იყიდება(რამდენია ეს ბოთლებში არ ვიცი), ალბათ სწორედ ამიტომ კოკაკოლა ხშირად ასოცირდება ამერიკულ იმპერიალიზმთან, ეგ კი არა ერთერთ ამერიკულ ფანტასტიკურ ფილმში, რომელსაც ქარტულ საბჭოთა გაქირავებაში მტერ ჩემი ერქვა, მთავარი გმირი რომ უცხო პლანეტაზე ხვდება რომელიც შეურყვნელი ჰგონია და იქ რომ კოკაკოლის ქილას აღმოაჩენს სასოწარკვეტილი გაჰკრავს ფეხს, ანუ აქაც ჩვენ ვართო, აგრეთვე ნიშანდობლივია კადრები, რომლებიც რომელიღაც სამეცნიერო არხზე გავიდა(ასე ვუწოდებ ნეშენალ ჯეოგრაფიკს, დისქავერის, ანიმალ პლანეტს და მსგავს ტელევიზიებს) სადაც აფრიკის რომელიღაც ცივილიზაცია შეუხებელი ტომის ქალს ხელში მცირეწლვანი შვილი ეკავა და კოკაკოლას ასმევდა, ნახეთ, არავითარი ცივილიზაცია მხოლოდ კოკაკოლა. მაგრამ მოდიტ დავიწყოტ თავიდან. როგორ მოვედით აქამდე?

კოკაკოლის საწყისებთან

1885 წელს( ზოგი ვერსიით 1886 წლის 8 მაისს) ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა ერთი შეხედვით არაფრიტ გამორჩეული გაზიანი სასმელი კოკაკოლა, იმ დროს ამერიკული ბაზარი სავსე იყო გაზიანი სასმელებით და ხალხს ჯეროდა რომ ზოგი მათგანი სამკურნალოც იყო, მაგალითად დრ. პეპპერი პოტენციის საუკეთესო გამაუმჯობესებლად მიაჩნდათ, რა გასაკვირია რომ პემბერტონმაც კოკაკოლა როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო უებარი საშუალება ისე შექმნა, ამასთან ფარმაცევტი ამტკიცებდა რომ სასმელი ნებისმიერ ნერვულ აშლილობას შველოდა და დრ. პეპპერის არ იყოს იმპოტენციასაც მკურნალობდა. თვთონ ჯონ პემბერტონი ომის ვეტერანი იყო და ბრძოლებში მიღებულ ნაიარევებს მორფინით იამებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ კოკას ფოთლებისაგან შესაძლებელი იყო ტკივილგამაყუჩებელი და მატონიზირებელი ნივთიერების მიღება, რომელსაც მისმა აღმომჩენმა ალბერტ ტიმენმა კოკაინი უწოდა, პემბერტონმა გადაწყვიტა იმ დროისატვის უსაფრტხოდ მიჩნეულ ამ ნარკოტიკზე გადასულიყო და მეტიც იგი ხალხისტვისაც შეეთავაზებინა. სახელწოდება კოკა კოლა პემბერტონის ბუხჰალტერმა ფრენკ რობინსონმა მოიგონა და თავისი ლამაზი კალიგრაფიიტ ფურცელზე გადაიტანა, სწორედ რობინსონის დაწერილი სიტყვა კოკაკოლა გახდა მისი სავაჭრო ნიშანი რომელიც დღემდე არ შეცვლილა. თუმცა კოკაკოლა თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა, იგი ჯორჯიის შტატატის ქალაქის ატლანტის აფთიაქში იყიდებოდა და მთელი წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ ცხრა მყიდველი ჰყავდა და შემოსავალი ხარჯებზე ნაკლები იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი გახლდათ და რადგან პემბერტონი ამერიკელი ფარმცევტი იყო და არა ქართველი ბიზნესმენი მოთმინებით დაელოდა როდის დაიწყებდა მსი გენიალური გამოგონება მოგების მოტანას შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე მეორე წლიდან კოკაკოლა მომგებიანი გახდა. 1888 წელს კოკაკოლის გამოშვების ლიცენზია პემბერტონისაგან ბიზნესმენმა ასა გრიგს კენდლერმა იყიდა და 1892 წელს დაარსა The Coca-Cola Company რომელიც დღემდე აწარმოებს და ყიდის კოკაკოლას.

დაპირისპირება პეპსიკოლასთან

სადაც კოკაკოლაა იქ ყოველთვის არის პეპსიკოლა, პეპსი კოკას მუდამ კუდში მისდევს და ის მუდამ მასთანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. პეპსიკოლა როგორც სასმელი 1895 წელს შეიქმნა, რადგან პეპსის ისტორიას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც კოკაკოლის ისტორიას, ხშირ შემთხვევაში ვარაუდიტ შემოვიფარგლები ხოლმე, ასე მაგალითად, ალბათ პეპსი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც კოკას კონკურენტი რადგან მაში კოკაინი არ შედიოდა და ამიტომ ამ სასმელ სუსფთა სინდისით ბავშვებსაც სთავაზობდნენ, ეს იყო პირველ დარტყმა კოკაკოლისათვის, თუმცა ვითარება სულ რაღაც ათ წელიწდში გამოსწორდა. 1890იანი წლებიდან საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა უარყოფითისკენ, არ ვიცი შეიძლება ამაში პეპსის ხელიც ერია. 1903 წელს კი გაზეთმა ნიუ იორკ ტრიბუნი დაწერა გამანადგურებელი სტატია რომ სწორე კოკაკოლაა დამნაშავე იმაში რომ ადგილობრივი ზანგები, დატვრენენ რა ამ ნახევრადნარკტიკული სასმელით, თავს ეხმოდნენ თეთრკანიენბსო, ესევც მეორე დარტყმა იყო კოკალისათვის მაგრამ როგორც მოგახსენეთ ვითარება სულ რაღაც ორ წელიწადში გამოსწორდა 1905 წლიდან კოკაკოლას შემადგენლობაში აღარ შედის კოკაინი, ანუ რეცეპტი თითქმის იგივეა, ერთი წილი კოლას ნაყოფი და სამი წილი კოკას ფოთლები, ოღონდ ამჯერად კოკას ფოთლები “გამოწურული” იყო და კოკანს ღარ შეიცავდა, ასე რომ პეპსის ერთადერთი უპირატესობა, უსაფრთხოობა ბავშვებისათვის წარსულს ჩაბარდა. ამის შემდეგ მთელი ოთხმოცი წლის განმავლობაში პეპსი კოკაკოლას უკან მისდევდა და ვერაფრით ასწრებდა, თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა 1980 წელს? მაქამდეც მივალთ. ამ ოთხმოცმა წელმა კი კოკაკოლის უპირობო ლიდერობით ჩაიარა, მისი ქარხნები ნაცისტურ გერმანიაშიც კი მუშაობდა. თუმცა სამოციან წლებში პეპსიმ დიდი გარღვევა მოახდნა, საბჭოთა კავშირში მსოფლიო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც რიჩარდ ნიქსონც დაესწრო, პეპსიკოლას იმჟამინდელი პრეზიდენტი(სამწუხაროდ სახელი არაფრით მახსენდება) ნიქსონის მეგობარი იყო, ხოდა თხოვა მეგობარს მეგობრულად, იქნებ რამენაირად მომიხერხო ხრუშოვი პეპსიკოლით ხელში დამიფიქსიროო. ასეც მოხდა ხრუში არამარტო პეპსით ხელში დაფიქსირდა არამედ 25 წლიანი კონტრაქიც გააფორმა ამ კომპანიასთან და პესპსი კოლა საბჭოთა კავშირში კოლას ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. საპასუხოდ კოკაკოლამ ჩინეთის ბაზარზე შეაღწია, პეპსიმ დარტყმა სამხრეთამერიკაზე მიიტანა… ამასობაში კი დადგა 1985 წელი, კოკაკოლის ასი წლისთავი ახლოვდებოდა, ალბათ კომპანიის ხელმძღვანელობა დაინტერესდა რანაირად უწევდა კონკურენციას პეპსი კოკას დაკომპანიის შიგნით ე.წ. ბრმა ტესტი ჩაატარეს, ანუ კოკაკოლას თანამშრომლებს გაასინჯეს ორივე სასმელი ისე რომ არ უთხრეს რომელი რომელი და იყო ჰკითხეს აბა ომელი უფრო მოგეწონათო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა, კოკაკოლას თანამშრომლების თითქმის 80%მა პეპსი აირჩია! კომპანიის ხელმძღვანელობა ერტი შეხდვით ერთადერთ სწორ გამოსავალს მიაგნო, შეცვალეს კოკაკოლის გემო და დაარქვეს ახალი კოკაკოლა, ტუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, კომპანიაში ათასობით წერილი მივიდა აღშფოთებული მომხმრებლებისგან რომლებიც მწარმოებლებს ამუნთებდნენ ეს რა ჰქენითო? ზოგი იმასაც იწერებოდა ამას ჯობდა გეთქვათ ღმერთი არ არსებობსო, წერილებს კიდევ აიტანდა კა მაგრამ იმას რაც ამ ცვლილებას რალურად მოყვა თავმოყვარე კოკაკოლელები ვერაფრიტ გადაიტანდნე, ისტორიაში ერთადერთხელ პეპსიკოლამ კოკაკოლას გადაუსწრო გაიყდვებში, სასწრაფოდ მიიღეს გადაეყვეტილება და უკვე 1986 წელს დააბრნეს ძველი კოკაკოლა, რომელსაც კლასიკური კოკაკოლაო მიაწრეს და ყველაფეი თავის ადგილას დაბრუნდა, კოკა ლიდერი პეპსი მუდმივი მეორეადგლოსანი.

და ბოლოს

რამდენიმე საინტერესო ფაქტი კოკაკოლას შესახებ თავიდან ოკაკოლა იყიდებოდა როგორც ჩვენ ლარიძის წყლები, ანუ ჩამოსხამდნენ სიროფს და მერე გაზიან წყალს უმატებდნენ, კოკაკოლა უამრავი არომატით გამოდიოდა, ვანილიტ, ალუბლით და ასე შემდეგ
1894 წლიდან კოკაკოლა უკვე ბოთლებში ჩამოასხეს ხოლო 1955ში ქილებში
კოკაკოლის ბოთლის დიზაინის შემქმნელმა, რომლის სახელიც ახლა არ მახსოვს ერთხელ განაცხადა: ქვეყნად ორი სრულყოფილი ჭურჭელი არსებობს, კვერცხი და კოკაკოლას ბოთლი. დალევდა ახლა კაცი ცივ კოკაკოლას!

სიტყვა ფარისეველი ჩვენს ერამდე მეორე საუკუნეში გაჩნდა და რელიგიურ სზოგადოებრივ მიმდინარეობას აღნიშნავდა, თავიდან სიტყვა ფაისეველი განდგომილს ანუ ერეტიკოსს ნიშნავდა და მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა პატივსაცემი ელფერი… გამოხდა ხანი, ქვეყნიერებას მოევლინა, ერთთა აზრით ძე ღვთისა, მეორეთა აზრით წინასწარმეტყველი, მესამეთა აზრით უბრალოდ ჭკვიანი ადამიანი, მეოთხეთა აზრით მითი და ლეგენდა… მოკლედ იესო ქრისტე ნაზარეველი, მის მოღვაწეობაზე რამდენიმე წიგნიც კი დაიწერა ზოგიერთ მათგანს ჩვენ სახარების სახელით ვიცნობთ, სახარებაში აღწერილია იესო ქრისტეს დედამიწაზე მოღვაწეობის ძირითადი მომენტები, მათ შორის კი დამოკიდებულება ფარისევლებთან იქ აგრეთვე მოთხრობილია თუ როგორ ეკამათებოდა იესო ფარისევლებს, როგორ ასწავლიდა თავის მიმდევრებს მისდიეთ ფარისევლების მოძღვრებას, გააკეთეთ რასაც ისინი გეუბნებიან, ოღონდ არ მოიქცეთ როგორც ისინი იქცევიანო. ანუ ერთს გასწავლიან და საწინააღმდეგოს კი აკეთებენო. ეს მცირე შესავალი იმისათვის დამჭირდა რომ ყველასთვის გასაგები გამხდარიყო საიდან მოდის სიტყვა ფარისეველის დღევანდელი მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში ქართულ ენაში. არადა ვის ვის და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ზუსტად ვიცოდეთ რას ნიშნავს სიტყვა ფარისეველი რადგან ფარისევლობით არის გაჯერებული ჩვენი ყოფიერება. არ ვიცი როდის დაიწყო ეს საქართველოში, ეჭვი მაქვს უხსოვარი დროიდან მოგვდევს, მრავალი ისტრიული ფაქტის გახსენება შეიძლება ამის დასტურად თუმცა ახლა თავს არ შეგაწყენთ, ვიცი ქარტველებს ისე გვიყვარს საკუთარი ისტორია თქვენითაც მშვენივრად გაიხსენებთ უბრალოდ ამას ხმამაღლა არ იტყვით რადგან საქართველოს ისტორია ამ ეტაპზე ფარისევლურად იდეალურია, მასში ყველა კარგი პერსონაჟი იდეალურად კარგია და ყველა ცუდი პერსონაჟი იდეალურად ცუდი, არავინ ან თითქმის არავინ შუალედური არ გვყავს ჩვენს მრავალსაუკნოვან ისტორიაში, ქარტველები მხოლოდ გმირები და მოღალატეები, უცხოელები მხოლოდ მტერი და აუცილებლად ათჯერ მეტი. თუმცა ეს ისტორიაა და ამბობენ თავის ისტორიას ყველა ერი ალამაზებსო, ამიტომ დავბრუნდეთ აწმყოში, აწმყოს შელამაზება ხომ წესით წარმოუდგენელი უნდა იყოს… მაგრამ ეს ხომ საქართველოა. ოდესმე თუ ყოფილხართ პანაშვიდზე? ან უარესი, ქართლ გასვენებაში? რაღა თქმა უნდა ყოფილხართ. თუ ყოფილხართ პანაშვიდზე ან გასვენებაში დიდი ხნის განმავლობაში, იმდენი ხანი მაინც რომ მომსვლელებს კარგად დაკვირვებოდით? მე ვყოფილვარ და არა ერთხელ, მინდა გითხრათ ქართული პანაშვიდი ფარისევლობის ზეიმია, თავი რომ გავანებოთ იმას როგორ ინტერესდებიან მწუხარესახიანი მამაკაცები ქელეხში რა ღვინო იქნება, თქვენ უნდა ნახოთ სამძიმარზე მოსული მოტირალი ქალების უმრავლესობა, ერთ რამედა ღირს, სანამ დანიშნულების ადგილს მიუახლოვდებიან მხიარულად საუბრობენ, შემდეგ საუბარს წყვეტენ, იხსენებენ რაღაც წესებს ვინ უნდა შევიდეს პირველი და მცირე პაუზის შემდეგ რიგში ჩამწკრივებულები(ერთადერთი ადგილი სადაც ქართველი რიგს უმწიკვლოდ იცავს ეს პანაშვიდია) ნელ-ნელა იწყებენ ტირილის “ამოქოქვას” ისე რომ კულმინაციას იმ ოთახის კართან მიაღწიოს სადაც მიცვალეულია დასვენებული, იქ მერე იწყება ჭირისუფლის შეძახილები რომ სწორედ ის ახალმისული უყვარდა საწყალს ყველაზე მეტად… არადა რა მარტივად იქნებოდა ყველაფერი ყველა რომ გულწრფელი ყოფილიყო.
მაინც რატომ ვფარისევლობთ, რა არის ამის მიზეზი, მე ვფიქრობ აქ ქართველი ადამიანის სულში ღრმად ქექვა არ დაგვჭირდება, ყველაფერი თითქმის ზედაპირზე დევს, ძალიან გვიყვარს სხვისთვის თავის მოწონება და მიზეზიც ესაა, სულ არ გვეტირება იმ პანაშვიდზე მაგრამ ვტირით იმიტომ რომ ვინმემ რომ გვნახოს არ ტიროდაო რას იტყვის? სწორედ ეს “რას იტყვის” არის ხშირ შემთხვევაში ქართველი ადამიანის ქმედებების ძირითადი წარმმართველი. არ გვწამს მაგრამ ყოველ ეკლესიასთან პირჯვარი უნდა გადავიწეროთ, არ წაგვიკითხავს მაგრამ თამარ მეფეზე აუცილებლად კარგი უნდა ვილაპარაკოთ. ანდა რას ნიშნავს რომ მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით მავანი მზადაა ყელი გამოგჭრას? თანაც გაითვალისწინეთ რომ ვინმე ისლამის მიღებას ან ხატის შეურაცხყოფას კი არ აიძულებს, უბრალოდ, შეიძლება უთხრას რომ რომელიმე მღვდელი მთლად კეთილსინდისიერად არ იქცევა. ან რას ნიშნავს საქართველოში დღეში გაშლილი მილიონობით კილომეტრ სუფრების უმრავლესობაზე თან იმაზე მსჯელობა რომ რუსეთი მაინც მაგარია და თან თვალცრემლიანი გახსენება 2008 წლის აგვისტოს ომის? რას ნიშნავს ბოროტების იმპერიის შემოქმედის, სტალინის ძეგლი იმ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დოგმა რომელიც, ფაქტობრივად, ამავე, ბოროტების იმპერიის საქართველოში განხორციელებული აგრესიის სიმბოლოდ იქცა? ეს იოს კითხვებია რომლებზე ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს პასუხები წესით არ უნდა ჰქონდეს თუმცა მე მაქვს ერთი არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაინც პასუხი: ეს ხომ საქართველოა.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ახლა საქარტველოში გაბატონებულ რელიგიას საბჭოთა მართლმადიდებლობა ჰქვიაო, სწორედ ამან გადამაწყვეტინა დამეწერა ეს მცირე სტატია. საბჭოთა საქართველო ცოცხალია! დიახ მეგობრებო, საბჭოთა საქარტველო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ცოცხალია. ცოცხალია ჩვენს გულებში, ტვინებში და რაც მთავარია ჩვენს სულებშიც.

საბჭოეთი ჩვენს გულებში:

მოგეხსენებათ გული სიყვარულისთვის არის განკუთვნილი, თუ არ მოგეხსენებათ, ყოველ შემთხვევაში ასეა საზოგადოდ მიღებული დასავლურ კულტურებში ტორემ ესკიმოსები ამ საკითხზე რას ფიქრობენ დანამდვილებით ვერ გეტყვეით, ხოდა რადგან ეს ორგანო გარდა იმისა რომ სისხლს ტუმბავს იმგვარად რომ მთელს სხეულს მიეწოდოს, აგრეთვე სიყვარულისას ჩქროლდება ხოლმე. სწორედ სიყვარულით არის აჩქროლებული საშუალო სტატისტიკური ქარტველის გული საბჭოეტის მიმართ, მავანნი შემედავებიან, ცხრა აპრილს გამახსენებენ, დისიდენტებსაც მომაგონებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება დაბრძანდით ნებისმიერ ქართულ-ტრადიციულ სუფრაზე და ადრე თუ გვიან საუბარი მივა იქამდე თუ რა კარგი იყო მაშინ, ერთად ვიყავით როცა… რა კარგი იყო როცა ფული ყველას ჰქონდა, როცა საჭმელი არავის უჭირდა… რა კარგი იყო როცა შეგეძლო უფასო სექსი რუს გოგონასთან ბიჭვინთაში… რა კარგი იყო ჯარში რომ უბატონოდ ხმას ვერავინ გცემდა…  მერე ირგვლივ მიმოიხედეთ და ორმც წელს გადაცილებული თანამეინახეების თვალებს დააკვირდით, მათში უსათუოდ დაინახავთ მონატრებას, ხოდა სადაც მონატრებაა იქ სიყვარულიც არის.

საბჭოეთი ჩვენს ტვინებში:

საშუალო სტატისტიკური ქართველი კვლავ საბჭოურად აზროვნებს. ოღონდ საბჭოურად არა კარგი გაგებით(კი, კარგი გაგებით საბჭოურიც შეიძლება არსებობდეს)არამედ ყველაზე უერესით რაც კი შეეძლო ბაბუა ლენინს წარმოედგინა. ქართველების უმრავლესობას ჰგონია რომ პასუხისმგებლობა ღმერთმა ყველა სხვა დანარჩენისთვის შექმნა, რა ხიბლავდა ქართველ ადამიანს საბჭოთა კავშირში, ალბათ უპირველესად ის რომ სხვა იღლებოდა მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღებით და შესაბამისად შეცდომისათვისაც სხვა დაისჯებოდა. სწორედ ამ ტვირტისგან გათავისუფლებაა უნიშვნელოვანესი დღესაც, რომელიღაც ამერიკულ ფილმშიც მინახავს პატიმარს ციხიდან გაქცევა რომ არ უნდა, რა ვაკეთო გარეთ, აქ უკვე იმდენი ხანია ვზივარ აქაურ ცხოვრებას უკეთ ვიცნობ ვიდრე ცხოვრებას თავისუფლებაზეო, ასეა საშუალო სტატისტიკური ქარტველიც, მას არ უნდა ციხიდან გასვლა, იქ, ციხეში, უფასო საჭმელია, არანაირი პასუხისმგებლობა არ გაკისრია და ზედამხედველბთანაც კარგი ურთიერთობა გქონდა, ასე რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი ფიქრობს: დაე სხვამ იწვალოს თავისუფლებით, მე აქ ვიქნები ციხის განცხრომში.

საბჭოეთი ჩვენს სულებში:

აქ თითქოს ყველაზე რთულადაა, საქმე, თითქოს საბჭოთა კავშირის ცხოვრებაში სულისათვის და რელიგიისათვის ადგილი აღარ რჩებოდა, მეტიც ეს ორი რამ, საბჭოთა კავშირი და რელიგია ურთიერთგამომრიცხავი ცნებებიც კი უნდა იყოს, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. მივყვეთ თავიდან. მოგეხსენებათ რა სიმძაფრით ებრძოდა ხელისუფლებაშ მოსვლის პირველ წლებში საბჭოთა ხელისუფლება რელიგიას, გვახსოვს ძველი შავთეთრი კადრები სადაც ულვაშიანი ბოლშევიკები ამაყად ანგრევდნენ ეკლესიებს, შეუარცხყოფდნენ ხატებს, ამსხვრევდნენ ჯვრებს და ასე შემდეგ. ბებიების მონაყოლიც ახსოვს ზოგიერთს “მებრძოლ ათეისტთა კავშირზე”, ევროპული ზღაპრებიდან საბჭოურ ენაზე(ნებისმიერზე) თარგმანში ამოღებული, ლოცვები, ღმერთი და ხანდახან ანგელოზებიც კი ხოდა, მოოულოდნელად გაქრა ეს ყველაფერი, აგრესია საგრძნობლად შემცირდა, მეტიც საერტოდ გაქრა, თუ არ ჩავთვლით აღდგომის ღამეს ილუზიონში გშვებულ “ლედი კარატეს” რათა ხალხი ეკლესიაში კი არ წასულიყო ილუზიონისტვის ეყურებინა, ოხ როგორ მეცოდება ოთარ შეფიაშვილი(ილუზიონის წამყვანი) ახლა როცა ეს ყველაფერი მახსენდება, არ გინდა ლედი კარატეს კინემატოგრაფიულ ღირსებებზე ისაუბრო?! მაგრამ ეს სხვა თემაა, მოდიტ დავბრუნდეტ საბჭოთა სულიერებაში, რომელშიც ნელნელა გადაიზარდა ქართული მართლმადიდებლობა(ალბათ არა მარტო ქართული და არამარტო მართლმადიდებობა მაგრამ, მოდით,  ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ), სხვა რა ვიფიქრო როცა ნათლად ვხედავდი რომ ათეისტურ საბჭოთა ხელისუფლებას და რელიგიის მსახურტ გასაყოფი აღარაფერი ჰქონდათ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თამამი ვარაუდები შეიძლება იყოს და მე პირადად ვერაფრით დავმატკიცებ ამ ორი რამის სიმბიოზს. ამიტომ ამ საკითხს მეორე მხრიდან მვუდგები, გავიდა დრო, საქარტველომ თითქოს თავისუფლება მოიპოვა, ყოველ შემთხვევაში იურიდიულად მაინც, ქარტველმა ხალხმა მიიხედ – მოიხედა და… ირგვლივ ვეღარავინ დაინახა ვისაც გააღმერთებდა, თაყვანს სცემდა და ვისგანაც კერპს შექმნიდა, ჯერ ზვიად გამსახურდიასგან დააპირა კერპის შექმნა, მაგრამ აქ არ დაცალდათ, შევარდნაძე კერპობისთვის ზედმეტად ნაძირალად ეჩვენა, მერე მიშა… აქაც რაღაც ბოლომდე არ იყო გარკვეული და ბოლოს შეგვრჩა სრულიად საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკანასკნელი დიდი საბჭოთა ავტორიტეტი, ქართველი მრევლის კოლექტიური არაცნობიერი(თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს) მძლავად ამუშავდა, ილია მეორე იდეალური კანდიდატი იყო, იგი საბჭოტაც იყო და მართლმადიდებლურიც სწორედ ასე დაიკავა ჩვენი სულები საბჭოეთმა.

მოკლედ გავიმეორებ რომ საბჭოეთი ცოცხალია, ჩვენს გულებში, ტვინებში და სულებში. შემთხვევიტი არ არის სათაურში ცნებების განლაგებაც რადგან, სამწუხაროდ, საბჭოთა საქართველო ებრძვის ქარტულ სახელმწიფოს და არა პირიქით, არადა მონობიდან თავის დაღწევის სახელმძრვანელო ყველას ცხვირწინ გვაქვს ე პირდაპირ ბიბლიაში წერია, როგორ გამოიყვანა მოსემ ებრაელები ეგვიპტიდან და როგორ ატარა 40 წელი უდაბნოში იმისატვის რომ აღთქმულ მიწაზე მონების თაობა არ შესულიყო ჩვენ კი რა ვქენით? გამოვედით ეგვიპტიდან და შორს წასვლას ვერ ვბედავთ, უდაბნოსი გვეშინია თუ სხვა რამ მიზეზია არ ვიცი, ვდგავართ ცოტა შემაღლებულ ადგილას და სევდიანი თვალებით გავყურებთ ეგვიპტეს, შემდეგი თაობაც ასე იდგება და იმის შემდეგც ტუ ვინმემ არ შეუძახა ამ ხალხს: ტყუილად ნუ კარგავთ ძვირფას დროს, სწრაფად აღთქმული მიწისკენ!

1.    ლუდი უნდა იყოს ბევრი და უფასო

განმართება, მარტალია ლუდი ყველა მამაკაცს არ უყვარს, მაგრამ ვისაც უყვარს მისთვის ლუდის რაოდენობა პირდაპირპროპრციულია გარემოს სამოთხეობის ხარისხის, ან მეორენაირად ლუდის კონცენტრაცია ერტ კვადრატულ მეტრზე უდრის სამოთხის კონცენტრაციას ამავე ფართობზე. არსებობს მამაკაცთა მეორე კატეგორია, მამაკაცები ვისაც ლუდი არ უყვართ, მაგრამ მათ აუცილებლად ეყვარებათ უფასო ლუდი, რადგან ის უფასოა, ეს სითხე კი ისეთი დამუღამებადი რამაა, საჭირო რაოდენობის შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს მამაკაცების ეს მეორე კატეგორია პირველ კტეგორიაში გადავა

2.    ქალები იოლად უნდა ებმებოდნენ და მალე ათავებდნენ

არსებობს ლეგენდა რომ მამაკაცებს, როგორც პირვეყოფილი მონადირეების ღირსეულ შთამომავალთ, იოლად შესაბმელი ქალები არ მოსწონთ, ამ ლეგენდას ხშირად, კერძო საუბრებში თვითონ მამაკაცებიც ადასტურებენ, რაც ხელს გვიშლის დავადგინოთ ლეგენდაა ეს ლეგენდა თუ არაა ლეგენდა ეს ლეგენდა. მე ვფიქრობ რომ მამაკაცი თავისი ბუნებით ზარმაცია, მილიონობით წლების ნადირობისაგან დაიღალა და ახლა დასვენება სჭირდება, ამიტომ რაღა თქმა უნდა იოლად შესაბმელი ქალი უნდა ერჩივნოს ძნელად შესაბმელსა და საწვალებელს და თუ მაინცდამაინც იმ მონადირის ინსტიქტს დავიუდებტ საფუძვლად ქალების შებმას, იმ ჩვენს შორეულ წინაპარას როგორ ფიქრობთ იოლად მოსანადირებელი ნადირი ერჩივნა თუ რთულად? მე პირველი მგონია. რაც შეეხება მეორე საკითხს, აქაც არსებობს ერთი ლეგენდა რომ ნამდვილ მამაკაცს სულ ფეხებზე უნდა ეკიდოს ქალი გაათავებს საეთოდ თუ არა, მაგრამ გულის სიღრმეში, ოღონდ ძალიან ღრმად, ნებისმიერი მამაკაცი ფაქიზი და გულისხმიერია, აგრეთვე მზრუნველიც არის და რაღა თქმა უნდა მას ურჩევნია ქალმაც გაათავოს სექსის დროს, მაგრამ რადგან, როგორც ზემოთ აღტვნიშნე, მამაკაცი თავის ბუნებიტ ზარმაციოა, რაღა თქმა უნდა ურჩევნია რომ ქალმა რაც შეიძლება მალე გაათავოს… თანაც ეს ფაქტი ისე გიზრდის მამაკაცურ თვითშეფასებაააას.

3.    ტელევიზორი პატრონის დაძინებისას თავისით უნდა ითიშებოდეს, ტაიმერის დაყენების გარეშე.

ტელევიზორი მამაკაცის მეგობარია, ჭკვიანია, არ ითხოვს მასტან ლაპარაკს, მაგრამ თუ დაელაპარაკები არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებს შენს მიმართ, არის მრავალმხრივი, ჭკვიანიც, მხიარულიც, ლამაზიც ამიტომ ასეტ მეგობარს გაფრტხილება სჭირდება, არ შეიძლება მისი მთელი ღამით ჩართული დატოვება, არადა როცა გეძინება პულტზე თითის დაჭერამაც შეიძლება ძილი გაგიტეხოს, ამიტომ უნდა ითიშებოდეს ტელევიზორი ტავისით მამაკაცი ჩაძინებისთანავე, ჭკვიანმა ხალხმა(ალბათ იაპონელებმა) ამისათვის მშვენიერი რამ მოიგონეს ე.წ. ტაიმერი, ანუ დააყენებ რომ ტელევიზორი ერთ საათში გაითიშოსო და გაითიშება ერთ სათში, ეტყვი ნახევარ საათშიო გაითიშება ნახევარ საათში, მაგრამ ვაი თუ შენ ნახევარ საათზე დააყენე და ერთ საათში გეძინება? რა უნდა ქნა? წინასწარ ხომ ვერ გათვლი როდის ჩაგეძინება, ამიტომ „ტელევიზორი პატრონის დაძინებისას თავისით უნდა ითიშებოდეს

4.    აუცილებლად უნდა არსებობდეს ცალი წინდის სახლში მოტანის სამსახური

წინდა უპირველესი მამაკაცური პრობლემაა, უფრო სწორად ცალი წინდა, როცა ერთი ყოველთვის თავის ადგილას დევს ხოლმე, მეორე გამუდმებით სადღაც ქრება თან ისე, რომ გადამდგარი ჯაშუშივით, მისი პოვნაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. რა უნდა ქნა? ახალი წყვილი რომ აიღო ესე იგი უნდა აღიარო რომ ძველი გასარეცხია, აღიარებიდან გარეცხვამდე კი ერტი ნაბიჯიც არაა, ასე რომ საუკეთესო გამოსავალია, ყოველ დილით ლამაზი, ასევე ლამაზ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა მოდიოდეს და მეორე ცალი ზუსტად ისეთივე წინდა მოჰქონდეს.

5.    ყველა თამაშს უნდა იგებდეს

და ბოლოს მამაკაცი აზარტულია, მაგრამ ზარტი მაშინ უფრო მძაფრად გამოვლნდება როცა აგებ და რადგან მამაკცს არ აქვს იმდენი დრო რომ ითამაშოს და ითამაშოს, იმიტომ რომ პირველ სამ პუნქტს ყურადღებ არ მოაკლდეს უბრალოდ ნებისმიერ თამაშს უნდა იგებდეს, მოიგებს ერთს, ორს, სამს და ბოლოს მობეზრდება.

აი სულ ეს არის საჭირი იმისათვის რომ მამაკაცმა თავი სამოთხეში იგრძნოს, ბევრია?

მეც მახსოვს

1992 წელს დავამთავრე სკოლა თბილისში, ვინც ამ პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა მისთვის ეს ფრაზა სავსე უნდა იყოს ტრაგიზმით, რადგან უნდა ახსოვდეს რა ხდებოდა თბილისში 1992 წელს და რა ტრაგიკული იყო ამ დროს იმ ასაკში ყოფნა როცა სკოლას ამთავრებ. თუმცა ტრაგიკული იმ წლებში ზოგადად ქართველობაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო, მახსოვს თბილისის ომის დროს ხალხი ომის “მისადგომებთან” მიდიოდა და ბინოკლით უყურებდა განვითარებულ მოვლენებს; ისიც მახსოვს როგორ ყვებოდნენ თავისუფლების მოედანზე მეტროდან ამოვიდაო ვიღაც და შემთხვევიტი ტყვია მოხვდაო, თან ამ ყველაფერს ოდნავ მომღიმარი თვალებით ამბობდნენ, აი რაღაც კურიოზს რომ ყვებიან მეზობელზე და რომ არ უნდათ რომ იმ მეზობელმა გაიგონოს ისე; კიდევ მახსოვს ინტელიგენცია რომელიც ვერ იტანდა ხელისუფლებას, ისე ვერ იტანდა რომ მზად იყო მიეხრჩო ყველა ხელისუფალი… დახრჩობით არავინ დაუხრჩვიათ მგონი, არც ყველა მოუკლავთ, მაგრამ ეს იგივე ინტელიგენცია რატომღაც მაინც მშვიდად იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, აი მაშინ ე.წ. ზვიადისტების მიტინგებს პირდაპირ რომ ხვრეტდნენ ნამდვილ და არა არალეტალური ტყვიით, მაშინაც მშვიდად იყო სამეგრელოს მოსახლეობას რომ აწიოკებდა მხედრიონი და საერთოდ სულ მშვიდად იყო სანამ თვითონ შევარდნაძე არ გადააყენეს. კიდევ მახსოვს ძველი თონის პურისგან დამზადებული ხაჭაპური, ხაჭაპური პირობითად თორემ ეს უბრალოდ მარილწყალში დამბალი თნის პურის ნამტვრევები იყო შეშის ღუმელში გამომცხვარი, ზამთრის ცივ ღამეებში საწოლში გასათბობად ჩადებული გაცხელებული აგურიც მახსოვს და უნივერსიტეტში ორ კაცზე გაყოფილი 40 თეთრიანი ფენოვანი ხაჭაპურიც(ხაჭაპური აქაც პირობითად რა თქმა უნდა); კიდევ იცით რა მახსოვს გამსახურდია, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, რომ ჩამოაგდეს და ახლა ვიწყებთ სახელმწიფოს შენებასო რომ გვატყუებდნენ… ზოგი მოგვატყუეს კიდეც.
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ეს “მახსოვს”, თუმცა მეხსიერება ისეთი რამ ყოფილა თუ გინდა გამოიყენებ და თუ გინდა არა, ვერ ვგრძნობთ ალბათ თავს კომფორტულად ამ მოგონებებში და ამიტომაც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არაფერიც არ ახსოვს, არ უნდა რომ ახსოვდეს! ვერაფერს იტყვი კარგი პოზიციაა და საკმაოდ მოხერხებულიც, უსიამოვნო შეგრძენება რომ თავიდან აიცილო უბრალოდ მოგონებებს ბლოკავ, მაგრამ ამაცდროულად საშიში და საფრთხილო რამ არის ეს დაბლოკვა თუ რაც გნებავტ ის უწოდეთ, მეხსიერების ერტერთი უმთავრესი დანიშნულება ხომ ისიც არის რომ თუ ცუდი რამ შეგემთხვა კარგად დაიმახსოვრო რადგან მომავალში შეძლებისდაგვარად თავი აარიდო ამ ცუდი რამის განმეორებას. თუკი საცალფეხო ბილიკზე მიმავალი ფეხს გუბეში ჩაჰკრავ ხომ დაიმახსოვრებ იმ გუბეს რომ უკანა გზაზე გადაახტედა ტალახში აღარ ამოისვარო? ჩვენთან კი რა გამოდის ისტორიის სპირალის ახალ ხვეულს აბსოლუტურად მოუმაზადებლები ვხვდებით, არადა წინა ხვეული სულ ახლახან გავიარეთ, სულ რაღაც ოცი წლის წინ… გავიხსენოთ, გავიხსენოთ.

Older Posts »